ვეკუას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

552

თბილისში, გლდანში, ვეკუას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

„თბილისის მერია გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2-დან 5 დეკემბრამდე, ვეკუას ქუჩაზე, ბავშვთა გასართობი პარკის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება“,- ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.