ეკატერინე ტიკარაძემ შშმ ბავშვების საჭიროებებისთვის ამოქმედებული ცხელი ხაზის შესახებ ისაუბრა. შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ცხელი ხაზი - 111 გაზაფხულზე ამოქმედდა. „ეს ცხელი ხაზი მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით და რა თქმა უნდა არა მხოლოდ. ცხელ ხაზზე დაკავშირების შედეგად მშობლებს საშუალება მიეცემათ, რომ მათი საჭიროებები გადაეცეს ოლაინ-კლინიკას, რომელიც დაარსებული არის ჯანდაცვის სამინისტროში და ყველაფერი...
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს არ წარმოადგენენ, კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით, საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას. „საბჭომ მიიღო...
პარტია „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა იმსჯელეს, თუ რა იქნება მათი პოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე და როგორ გააგრძელებს ტაქტიკურად ოპოზიცია მუშაობას და კოორდინირებას. "იყო ჩვეულებრივი კონსულტაციები, როგორიც მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, თუ რა იქნება ჩვენი პოზიცია მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე და როგორ აგრძელებს ტაქტიკურად ოპოზიცია მუშაობას...
არ მინდა გამოვრიცხო იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ შეთანხმება მოხდეს. ყოველ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ივანიშვილი ცდილობს, გარკვეულწილად, ამ შეთანხმებას ფასი თავის მხრივ გაუზარდოს და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით აქეთკენ დგამს ნაბიჯებს , - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვითარება ძალიან რთულია. "იცით, რომ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ისედაც არ იყო შესრულებული, იმიტომ რომ გიორგი რურუა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1028 ფაქტი გამოავლინა. შსს-ს ინფორმაციით, იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 83 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 945 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ამასთან, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით,...
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გარკვეულწილად მიდის ოპოზიციის გამოცდა „ქართულ ოცნების“ მხრიდან, რაც ბიძინა ივანიშვილის სტილია. როგორც ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ბოლო მომენტში ვიღაცას ნერვები უმტყუნებს, ან გადაიბირებს ან წნეხს განახორციელებს. „გუშინდელი შეხვედრა, რომელიც ჩვენთან შედგა, მიუთითებს, რომ ოპოზიცია არის ერთიანი. პრინციპული საკითხი და პოზიცია არანაირად არ შეცვლილა, პირიქით, უფრო მეტი სიმტკიცე და პრინციპულობაა გამოჩენილი, რადგან აქ არის ლაპარაკი არა შესვლა-გამოსვლაზე,...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ მათ შორის, არც 2021 და 2022 წლებში. როგორც დავით ნარმანიამ შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა, კომერციულ სექტორში გაზის ტარიფის ზრდა სემეკთან შეთანხმებას არ საჭიროებს. ხოლო, რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნაწილს, ბუნებრივი გაზის ტარიფი სემეკის მიერ 3 წლის ვადითაა...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატები თორნიკე რიჟვაძე, ჯაბა ფუტკარაძე და თინათინ ზოიძე აჭარის მთავრობაში გააგრძელებენ მუშაობას, შესაბამისად აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგითობის წესის თანახმად „ქართული ოცნების“ სიითი შემადგენლობის შემდეგი 3 დეპუტატი შედის. აჭარის უმაღლესი საბჭოს მე- 5 მოწვევის შემადგენლობაში ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 14 წევრით, საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ქალაქში გაკრული საარჩევნო პლაკატები და სხვა სააგიტაციო მასალა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან. როგორც კალაძემ დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა, სააგიტაციო მასალის დატოვების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარი იქნება. “საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველაფერი...
ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი ევროპული ტიპის ვაგონები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა დარგის სპეციალისტებს, დიზაინერებს მოუწოდა, სურვილის შემთხვევაში ჩაერთონ მეტრო „ვარკეთილის“ დიზაინის პროექტის შექმნაში. „ჩვენ დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება, ვაგონების შესყიდვა. ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი ევროპული ტიპის ვაგონები. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ვესტიბიული, ქვედა ბაქანი მძიმე მდგომარეობაშია და ბევრი მეტროსადგური საჭიროებს რეაბილიტაციას. ჩვენ ერთ-ერთი ასეთი გვაქვს...
თბილისი მართლაც იქნება მოწინავე ქალაქი ევროპაში თავისი სიმწვანით,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ გლდანის მერვე მიკრორაიონში მოწყობილი ახალი დასასვენებელი სივრცის პრეზენტაცია გააკეთა და აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი, იქიდან გამომდინარე, რომ დედაქალაქში ბევრი თავისუფალი სივრცეა. „ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, არის არსებული სკვერების, არსებული პარკების განახლება, მოწესრიგება, მშენებლობა და ძალიან...
ოკუპირებული აფხაზეთის ნახევარი ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რაც ელექტროგადამცემ ხაზ - „ოჩამჩირეზე“ მომხდარ ავარიას უკავშირდება. ამის შესახებ „სპუტნიკს“ „ჩერნომორენერგოში“ განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტრომომარაგება ამ დროისთვის აღდგენილია. რეგიონი დენს რუსეთიდან იღებს, რაც ავარიის სრულ აღმოფხვრამდე გაგრძელდება. სააგენტოს ცნობით, ავარიის ადგილზე იმყოფება „ჩერნომორენერგოს“ ყველა ავარიული სამსახური. მუშაობას აფერხებს ადგილის რელიეფი.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიზაინერებს „ვარკეთილის“ მეტროს სადგურის დიზაინის შექმნაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება. დაწყებულია ვაგონების შესყიდვა და ძალიან მალე თბილისს ეყოლება ახალი, ევროპული ტიპის ვაგონები. გარდა ამისა, მიმდინარეობს მეტროს სადგურების რეაბილიტაცია. რამდენიმე სადგურზე ვესტიბიული და ქვედა ბაქანი მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს რეაბილიტაციას. ერთ-ერთი ასეთია მეტრო „ვარკეთილი“ და ამ დროის...
კახა კალაძემ ბიზნესსექტორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს სექტორს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე, რომ არის სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა პროდუქტების უზრუნველყოფაში და მათ ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ეს პლათფორმა შექმნილია ყველასთვის და მინდა მივმართო ახალგაზრდებს და მოხალისეებს, რომ დაეხმაროთ მუნიციპალიტეტს პროდუქტების მიტანაში კონკრეტულ ოჯახებში. ყველანაირი...
წინა სტატია საახალწლო სოფელში დასახარჯი წთანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე წელს თბილისში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, რის გამოც ბიუჯეტში დაახლოებით 700-800 ათასი ლარი დარჩება. "700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფელი. ეს თანხა, რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და დავეხმარებით ადამიანებს, ვისაც ყველაზე...
შემდეგი სტატია წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, წელს საახალწლო სოფელი არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარობიდან გამომდინარე არ მოეწყობა. კალაძემ განაცხადა, რომ საჭიროა ერთამანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ. დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საახალწლო სოფელი მიზიდულობის ცენტრია. ამ მიზნით გათვალისწინებული თანხები კი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტების შეძენას მოხმარდება. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 033...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ