კალაძე ბიზნესსექტორს მადლობას უხდის

391

კახა კალაძემ ბიზნესსექტორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს სექტორს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე, რომ არის სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა პროდუქტების უზრუნველყოფაში და მათ ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ეს პლათფორმა შექმნილია ყველასთვის და მინდა მივმართო ახალგაზრდებს და მოხალისეებს, რომ დაეხმაროთ მუნიციპალიტეტს პროდუქტების მიტანაში კონკრეტულ ოჯახებში. ყველანაირი უსაფრთხოების წესები დაცული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, თბილისში საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.