კალაძე: თბილისში საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება

575

წინა სტატია

საახალწლო სოფელში დასახარჯი წთანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე წელს თბილისში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, რის გამოც ბიუჯეტში დაახლოებით 700-800 ათასი ლარი დარჩება.

“700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფელი. ეს თანხა, რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და დავეხმარებით ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინა საახალწლო დღეებში”, — განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, გაჭირვებული ოჯახების დასახმარებელი პლატფორმა უკვე შექმნილია, ნახევარი მილიონი ლარი გამოყოფილია და მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოხუცებსა და გაჭირვებულ ოჯახებს საკვებ პროდუქტებს დაურიგებენ.