კახა კალაძე: წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა

543

შემდეგი სტატია

წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წელს საახალწლო სოფელი არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარობიდან გამომდინარე არ მოეწყობა. კალაძემ განაცხადა, რომ საჭიროა ერთამანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საახალწლო სოფელი მიზიდულობის ცენტრია. ამ მიზნით გათვალისწინებული თანხები კი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტების შეძენას მოხმარდება.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 033 ადამიანს დაუდასტურდა, 4 061 კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 143 376 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 121 621-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 342 მოქალაქე.