დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის მოწყობა ერთი კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ობიექტზე ასფალტის საფარი 2100 მ2-ზე იგება. კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი გაეცნო. აღსანიშნავია, რომ შიდა გზები წელს დაბა კაზრეთში ორი კორპუსის მიმდებარედ უკვე მოწესრიგდა. დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობისთვის 830 000 ლარია...
წინა სტატია რუსთავში საახალწლო განათებებისთვის გამოყოფილი თანხა 25 000 ლარამდე შემცირდა. როგორც ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ბიუჯეტი, რომელიც საახალწლო განათებებისთვის პირველ ეტაპზე გაითვალისწინეს, ამოქმედებული კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე დაკორექტირდა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. "კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ შევკვეცეთ ბიუჯეტი, 75 00 ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ რაც ამოქმედდა შეზღუდვები, გადავწყვიტეთ, რომ თანხა შეგვემცირებინა", - აცხადებს რევაზ გოგიძე. "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის ინფორმაციით,...
რუსთავის მერია
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მერის მოადგილე გოჩა ლორია „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოში“ უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს არა მხოლოდ რუსთავის, არამედ რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მეწარმეების გაძლიერებისთვის მათთან ეფექტური კომუნიკაციის საფუძველზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დროს არსებული გამოწვევების პირობებში. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.  რუსთავის მერის მოადგილე კი კახა გურული იქნება,...
მარნეულში გაჩერებების მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ქალაქის მასშტაბით დამონტაჟებულია 12 მოსაცდელი. როგორც მარნეულის მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე ამბობს, არსებულ გაჩერებებს კიდევ რამდენიმე დაემატება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. „ამ ეტაპზე, სრულყოფილად არ არის შესრულებული სამუშაოები და უახლოეს დღეებში დაასრულებენ. დაემატება ასევე ორი გაჩერება. ქალაქში დასრულდა შუქნიშნისნ მოწყობის სამუშაოები და ამ სამუშაოებზე იყო დამოკიდებული იქ არსებული ტაბლოების მოწყობა. იქ დამონტაჟდება ორი...
USAID-სა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოს“ შორის ორწლიანი პარტნიორობის ახალი ეტაპი დაიწყო. ამ პარტნიორობის მიზანია საქართველოს ეკონომიკაში წაახალისოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI). ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომელიც საქართველოში მოიზიდავს მაღალი ღირებულებისა და მაღალშემოსავლიან საერთაშორისო ინვესტორებს და საქართველოს კერძო სექტორს დაეხმარება COVID-19-ით შექმნილი გამოწვევების გადალახვაში. ამასთანავე, ინიციატივის ფარგლებში განვითარებული ინოვაციური ეკონომიკა საქართველოს მოსახლეობისთვის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის. “ეს ახალი პარტნიორობა...
კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ამ ეტაპისთვის, 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული, რომელიც გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს და მალევე დაიწყება კომპენსაციების გაცემა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. „კომპენსაციის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაწებულია და ამ ეტაპისთვის, 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული შემოსავლების სამსახურში, რომელიც გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს და მალევე...
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს დასასრულებლად 7.4  მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. ტენდერის თანახმად, კომპანიამ საბაგირო გზის ინფრასტრუქტურა უნდა ააშენოს, რის შემდეგაც ადგილზე კომპანია Dopplemayr-ის კაბინები და კაბელები დამონტაჟდება. "ტექნიკური დავალება განსაზღვრავს რუსთაველის გამზირიდან მთწმინდის პარკის მიმართულებით საჰაერო საბაგირო გზის მოსაწყობად აუცილებელი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ტექნიკურ პირობებს. პროექტისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად უნდა...
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულაჩაურში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის შენობის შეკეთება და ეზოს კეთილმოწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს, რომლიც 2020 წლის ბოლოს დასრულდება შპს „დარი“ აწარმოებს. საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 69 476 ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოვლინდა. „პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც...
“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორი, გიგა მანდარია, მოადგილესთან, ირაკლი ნაფეტვარიძესთან და მხარის გუბერტანორის მოადგილესთან, გივი მეტრეველთან ერთად, თელავში წყალმომარაგების მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო დამატებითი სამუშაოები, 124 კორპუსში 4 124 აბონენტი უკვე გამრიცხველინდება. დასრულების ეტაპზეა თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის I ეტაპის სამშენებლო სამუშაოებიც. გარდა ამისა, იწყება „წიწმატიანის“ სათავე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები სრულდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ალადაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, „საქმიანი ეზო“ დაბა ბაკურიანში გახსნა, რომელიც დაახლოებით 33 სოფელს მოემსახურება. „ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და...
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სიტუაციას განიხილავს,- ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საბჭო შეაფასებს უახლეს საერთაშორისო მოვლენებს, მათ შორის, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას, თურქეთთან დაკავშირებულ საკითხებს, ვენესუელის საპარლამენტო არჩევნებს და ადამიანის უფლებებს. საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
წინა სტატია ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. დოკუმენტი არც ერთ პარტიას არ გაუსაჯაროებია. თუმცა, ის ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა.  დოკუმენტში მესამე თავი ეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას - მოთხოვნაა, რომ "თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპოციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით". 3.    საარჩევნო სისტემა  ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერით (ან 1%-იანი საარჩევნო ბარიერით), საარჩევნო ბლოკების...
2020 წლის მარტიდან ოქტომბრამდე კოვიდ-19 ინფექციის გავრცელების პრევენციისა და პანდემიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით ღია საზოგადოების ფონდმა საქართველოში 1.5 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის დაფინანსება გამოყო. "კოვიდ-19 შედეგებთან გამკლავებისთვის გაწეულმა მხარდაჭერამ რამდენიმე მიმართულება მოიცვა, მათ შორის მშრომელთა უფლებების დაცვა, სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებები, ჯანდაცვის ინსტიტუციების და სამედიცინო პერსონალის გაძლიერება, ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და რეგიონული მოსახლეობის ინფორმირება, უფასო სამართლებრივი და ფსიქოლოგიური...
ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. დოკუმენტი არც ერთ პარტიას არ გაუსაჯაროებია. თუმცა, ის ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა.  რა წერია დოკუმენტში:  1. პოლიტიკური პატიმრები  უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს 2. საპარლამენტო არჩევნები ვარიანტი 1. ახალი არჩევნების დანიშვნა 2021 წელს ვარიანტი 2. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ....
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრით არაფერი არ დასრულდება, ხოლო კომპრომისზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ადრეა. ამის შესახებ ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის პარტიებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. „ყველაფერი დამოკიდებულია შეხვედრაზე. ყველა საკითხზე ვისაუბრებთ. რაიმე კომპრომისზე ლაპარაკი ადრეა. ამ შეხვედრით არაფერი დასრულდება. იმედია, ამის ილუზია არავის აქვს“, - განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ