ქუთაისის მერია 9 მაისისა და 8 აგვისტოს მემორიალების რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს.
9 მაისის მემორიალის სარემონტო სამუშაობისთვის ტენდერი 20 488 ლაზეას გამოცხადებული, 8 აგვისტოს ძეგლის რემონტისთვის კი - 33 131 ლარზე.
წინადადებების მიღება 19 დეკემბერს იწყება და 22-ში სრულდება. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღე.
უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში შედგება კონსულტაციები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობასთან და გიორგი გახარია დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას.
კითხვაზე თუ ვინ შეიძლება ვეღარ ვიხილოთ მინისტრთა კაბინეტში, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს გიორგი გახარიას კომპეტენციაა.
„ეს არის ზოგადად პრემიერის პრეროგატივა, მან უნდა ისაუბროს, ბუნებრივია, მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. შედგება უახლოეს დღეებში კონსულტაციები, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობასთან, რის შედეგადაც, უახლოეს დღეებში უკვე დასახელდება მთავრობის შემადგენლობა, დანარჩენს, ბუნებრივია, გიორგი გახარია დაგიკონკრეტებთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტს ბევრი სამუშაო აქვს და მთავარი დოკუმენტი, რაზეც მან უნდა იმუშაოს 2021 წლის ბიუჯეტია.
როგორც კოვზანაძემ ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, მთავრობის ფორმირების შემდეგ დაიწყება მუშაობა ბიუჯეტის პროექტზე.
კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტთან ერთად კომიტეტმა წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს მუშაობა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზეც.
„დღეს საორგანიზაციო სხდომა გვაქვს. კომიტეტის დებულებას დავამტკიცებთ და შემდეგ ავირჩევთ ორ მოადგილეს. თავისუფალი...
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის მოქმედების დაწყებიდან დღემდე ეპიდემიოლოგიური კუთხით მიღებული შედეგები, ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 ათასამდე ტესტის ჩატარება მიმდინარე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება, გასული კვირის ანალიზი კი, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს...
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" ინდოეთში ჰინდურ ენაზე გამოიცა.
ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, „ვეფხისტყაოსნის" თარგმნის და ჰინდურ ენაზე გამოცემის იდეა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს არჩილ ძულიაშვილს ეკუთვნის.
ჰინდურ ენაზე გამოცემული პოემის პრეზენტაცია ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ონალინ გაიმართა.
როგორც ელჩმა პრეზენტაციაზე განაცხადა, "ვეფხისტყაოსნის" ჰინდურ ენაზე თარგმნის და გამოცემის იდეა დიდი ხანია, აქვს და მისი განხორციელება ინდოეთში დიპლომატიური მისიით ჩასვლისთანავე დაიწყო.
„2016 წელს, როდესაც ინდოეთში პირველად...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა. მისი განცხადებით, მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართით 2000-ზე მეტი დევნილი ოჯახის უზრუნველყოფა მოხდა. ამასთანავე, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ დევნილ ოჯახებზე ზრუნვა, როგორც საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის, ასევე დასაქმების მიმართულებით შემდეგ წლებშიც გაგრძელდება და...
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაციის კუთხით სტაბილიზაცია შეინიშნება.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ახალ შემთხვევებთან შედარებით ორჯერ მეტია.
მინისტრი აცხადებს, რომ კოვიდ კლინიკებსა და კოვიდ სასტუმროებში ყოველდღიურად თავისუფალი ადგილები იზრდება და სამინისტრო რამდენიმე კოვიდ სასტუმროს დახურვას გეგმავს.
„უკანასკნელ პერიოდში ეპიდსიტუაციის სტაბილიზება შეინიშნება, დღე-ღამის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 212 იყო და ორჯერ მეტი გამოჯანმრთელებული გვყავდა. 412 გამოჯანმრთელდა და ჯამში, რეგიონში 25...
ოთხი ჩავარდნილი ტენდერი და ბარცხანის ხიდი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. რეაბილიტაციას მოსახლეობა წლებია, უშედეგოდ ითხოვს. ხიდის მონაკვეთები კი დროდადრო იშლება და მასზე გადაადგილება როგორც ავტომობილების, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ბარცხანის ხიდი, საბჭოთა კავშირის პერიოდის ნაგებობაა. მას კაპიტალური რეაბილიტაცია დღემდე არ ჩატარებია. გადასასვლელი იმდენად დაზიანებულია, რომ უკვე ქვები ცვივა. მოქალაქეები ამბობენ, რომ წვიმისას, წყალი ჟონავს და...
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა.
შესაბამისი განცხადება შალვა ნათელაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა.
„ვიწყვეტ სადეპუტატო უფლებამოსილებას და ვდებ ამ მანდატს ქართველი ხალხის წინაშე. მანდატიც, პარლამენტიც, ძალაუფლებაც, მთავრობაც და ეროვნული სიმდიდრეებიც ჩვენს ხალხს ეკუთვნის და მისი მითვისების უფლება არავის არ გააჩნია. ჩვენ უარს ვამბობთ ხელფასებზე, პრემიებზე, კაბინეტებზე, ავტომანქანებსა და ყველა იმ პრივილეგიაზე, რომელიც პარლამენტში შესულ „ქართუ ბანკის“ ივანიშვილისეულ ხროვას არ...
15 დეკემბრიდან ბათუმში, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი ხდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით სატესტო რეჟიმში იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობა გაცალმხრივდება ბარათაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის კვეთამდე, ამავე მიმართულებით. მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს საწინააღმდეგო მიმართულებით, ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე - BUS LANE-ზე.
მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე, თბილისის მოედნიდან 26 მაისის ქუჩის კვეთის ჩათვლით, შენარჩუნდება ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა. ჭავჭავაძის ქუჩიდან...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წელს 160 საჯარო ინფორმაცია გასცა.
საჯარო ინფორმაციაზე გაცემის პასუხისმგებელი პირის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, საჯარო ინფორმაციას ძირითადად არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლები ითხოვდნენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"ერთი წლის განმავლობაში 160 საჯარო ინფორმაცია გავეცით. ინფორმაციას ძირითადად ჟურნალისტები წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი ითხოვდა. სხვა წლებთან შედარებით წელს საჯარო ინფორმაციას ითხოვდნენ სტუდენტებიც. გასულ წელთან შედარებით უფრო ნაკლები მოთხოვნა იყო, ვფიქრობ...
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დღეს დაიწყო. პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის დეპუტატებიც არიან. ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგნენ. ამ თემაზე რადიო მარნეული წერს.
დეპუტატები საარჩევნო აგიტაციის დროს მოსახელობას აქტიურად ხვდებოდნენ, ეცნობოდნენ მათ პრობლემებს და გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას ჰპირდებოდნენ. რადიო მარნეულმა გამოკითხვა ჩაატარა თუ რა მოლოდინები აქვს მოსახლეობას მათგან. გამოკითხულთა უმრავლესობას მუნიციპალური პრობლემების მოგვარების იმედი აქვს.
„ბატონი ზაურისგან...
"ევროპული საქართველოს" ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგენის პარალელური დათვლა ოპოზიციის მთავარი არგუმენტი არ ყოფილა, რადგან მისივე თქმით, არჩევნები უშუალოდ კენჭისყრის დღეს გაყალბდა.
"პარალელურ დათვლაზე ყოველთვის ვამბობდით, რომ იქ არსებული შეუსატყვისობა, არასდროს არ ყოფილა მთავარი მანიშნებელი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა.
პარალელური დათვლა ნიშნავს იმას, რომ რა ოქმებსაც იღებდნენ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები, იმ ოქმებს აჯამებენ და დებენ შედეგს. გაყალბება მოხდა ბიულეტენების...
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და მისი შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი რომანაძის მიერ წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ბიუროს 27-ე სხდომაზე ერთხმად მიიღეს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განმარტებით, კანონის პროექტსა და მის თანმდევ დოკუმენტზე საბოლოო...
სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია-პერფორმასი გამართეს. მათ ადგილზე სხვადასხვა ნივთები ჰქონდათ მიტანილი, მათ შორის ჯამები და კოვზები, რომლითაც ხმაურის გამოწვევას ცდილობდნენ.
როგორც აქტივისტები აცხადებენ, მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატები არა კანონების მისაღებად, არამედ "უბრალო მოქალაქეების" გასაღარიბებლად არიან შესულები.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო, პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ მან, როგორც დირექტორმა შექმნილ ვითარებაში ყველაფერი გააკეთა. როგორც ნიჟარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განმარტა, ორგანიზაციამ არჩევნების ჩატარებას ძალიან მაღალ დონეზე გაართვა თავი.
„ამ შემთხვევაში, ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ, რადგან ამ სიტუაციაში მაქსიმალური გავაკეთე. მე, რაც მევალებოდა როგორც დირექტორს, რომ ჩაგვეტარებინა, მგონია, რომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































