გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წელს 160 საჯარო ინფორმაცია გასცა.
საჯარო ინფორმაციაზე გაცემის პასუხისმგებელი პირის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, საჯარო ინფორმაციას ძირითადად არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლები ითხოვდნენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“ერთი წლის განმავლობაში 160 საჯარო ინფორმაცია გავეცით. ინფორმაციას ძირითადად ჟურნალისტები წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი ითხოვდა. სხვა წლებთან შედარებით წელს საჯარო ინფორმაციას ითხოვდნენ სტუდენტებიც. გასულ წელთან შედარებით უფრო ნაკლები მოთხოვნა იყო, ვფიქრობ ეს პანდემიის გამო მოხდა”, – თქვა გიორგი ღვინიაშვილი.
2019 წელს გორის მერიამ 206 საჯარო ინფორმაცია გასცა.