უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში შედგება კონსულტაციები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობასთან და გიორგი გახარია დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას.
კითხვაზე თუ ვინ შეიძლება ვეღარ ვიხილოთ მინისტრთა კაბინეტში, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს გიორგი გახარიას კომპეტენციაა.
„ეს არის ზოგადად პრემიერის პრეროგატივა, მან უნდა ისაუბროს, ბუნებრივია, მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. შედგება უახლოეს დღეებში კონსულტაციები, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობასთან, რის შედეგადაც, უახლოეს დღეებში უკვე დასახელდება მთავრობის შემადგენლობა, დანარჩენს, ბუნებრივია, გიორგი გახარია დაგიკონკრეტებთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.