B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, გადაწყვეტილება არსებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო მიიღეს. „B კატეგორიაში, ჩვენ, მარჯვენასაჭიან ავტომობილის მძღოლებს მივეცით ამ სერვისის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ეს იყო დროში შეზღუდული. ამის უფლება ჰქონდათ 2021 წლამდე. ახლა ყველას კარგად გვესმის არსებული რთული ვითარება,...
სამგორის რაიონის გამგეობასთან აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ადგილზე იმყოფებიან პლაკატებით წარწერით "არა რეპრესიულ პოლიტიკას", "სირცხვილი ქალაქის მთავრობას". აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ იმ პირებს, ვისი შენობების დემონტაჟიც გუშინ განახორციელდა. ასევე მოითხოვენ, გუშინ დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას. "დამნაშავეები ვართ არ ვუარყოფთ იურიდიულად, მაგრამ ადამიანური ფაქტორიც ხომ არის?! ჩემი მეგობრის სახლი დაინგრა. ის ქოხი რაც ამიშენეს მეზობლებმა, დამანებონ, გადავიხდი....
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი. როგორც ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, იაფ, გრძელვადიან და ხელმისაწვდომ ფულად რესურსებზე წვდომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. „მასშტაბური პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის" განხორციელებით აგრომეწარმეებისა და ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო...
თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, მომდევნო მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს საშეღავათო პირობები, თუ როგორ შეძლებს თბილისის მერია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერასა და თანადგომას. კალაძის განმარტებით, მერიამ ბიზნესს მხარდაჭერა პანდემიის პირველი ტალღის დროს გაუწია და ამჟამინდელ ვითარებაშიც გეგმავს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგამას. „ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს მთელი რიგი დახმარებები გავუწიეთ ბიზნეს სექტორს. ის, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააკეთა, ამის გარდა,...
რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის და ყველას ახალი იმედიანი მოლოდინი გვაქვს. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ახალი წლის განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს. ეს საახალწლო დღეები მინდა იყოს სიყვარულით, თანადგომითა და სითბოთი აღსავსე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საამაყოა ის ფაქტი, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს, მთელი თბილისი გაერთიანდა იმისთვის, რომ...
როდესაც მიწებს იტაცებენ, ბევრი მართლაც სოციალურად დაუცველია, ვისაც მართლა ძალიან უჭირს, მაგრამ ასევე არიან ადამიანები, ვინც მიწების მიტაცებით, შემდეგ შენობა-ნაგებობის განთავსებით ხელს ითბობენ. ჩვენ ამ თემას ჩავყვებით ბოლომდე და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვერ მივაგნებთ და არ გამოიკვეთება ის ადამიანი, ან ადამინების დაჯგუფება, ძალიან ცდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „გუშინ ძალიან მძიმე იყო მამა-შვილის ფოტო,...
აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისების ფაქტებს მერია მოიკვლევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ იმ მოქალაქეების ქონების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომლებმაც აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთები უკანონოდ დაისაკუთრეს. „ამ ადამიანებში არიან ისეთები, რომლებიც სოციალურთა ბაზაშია, თუმცა არიან ისეთი ოჯახები, რომლებიც მიწების დატაცებით ითბობენ ხელს. მოქალაქე შ.ჟ სიღნაღის რაიონში ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს, მამას რეგისტრირებული აქვს 6...
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 17 დეკემბერს აინთება. „ძალიან ბევრი ბავშვი ელოდება ამ ნაძვის ხის ანთებას. მინდა მივმართო მათ მშობლებს, რომ მოემზადონ და ტელეეკრანებიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა იხილონ ნაძვის ხის ანთება და ჩაიფიქრონ სურვილები და ეს სურვილები აუციელბლად აგიხდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან 31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური შემსრულებლები.
ცენტრალური საარჩევნო კომისია „სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის მხრიდან, ბიულეტენების სიჭარბეზე აპელირება, რაც მათი განცხადებით, საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა, ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება. ამასთან, როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საბოლოო მონაცემებით, პროპორციული შემაჯამებელი ოქმების ნაწილში, ბიულეტენების მეტობა ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების 19 ოქმში ფიქსირდება. „ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად­ დაზარალებულ 160 ოჯახს სახლს შეუსყიდის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. "სააგენტო ეკომიგრანტ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუძენს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება პრიორიტეტს წარმოადგენს. მხოლოდ 2020 წელს, სააგენტომ სახლი 200-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა და...
დღეს 32 ოჯახს 1 ლარად, სიმბოლურად ფასად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. ეს ეხება იმ სახლების დაკანონებას, სადაც ადამიანები ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობენ, თაობები გამოზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო ვერ აკანონებდნენ ამ ფართებს, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „მინდა ერთ კარგ პროექტზე ვისაუბრო. გუშინ არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა სოზარ სუბარის განცხადებას და ამიტომ მინდა კიდევ...
თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მშენებარე ნაგებობების დემონტაჟის საკითხს გამოეხმაურა. დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შენობებში არავინ ცხოვრობდა, სახელმწიფო ქონების მიტაცება კი დაუშვებელია. „სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს უკვე ბევრი კონკრეტული უბანი, რაიონი, სადაც მიმდინარეობს უკანონოდ მიწების გატაცება და შემდეგ უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ გუშინ, სადაც მშენებარე შენობა-ნაგებობეის დემონტაჟი განხორციელდა, იქ არც ერთი ადამიანი, არც ერთი ოჯახი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ " "სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 712 ფაქტი გამოვლინდა,"- ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 88 ფიზიკური პირი დააჯარიმა. "დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები,...
მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლები დაანგრია, მერი, ამბობს, რომ ერთ ოჯახს პირად საჩუქარს უკეთებს. საჩუქრის ადრესატებად კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს გმირი მამა-შვილი შეარჩია. საუბარია ფოტოზე, რომელშიც ჩანს აფრიკის დასახლების მკვიდრი მამა-შვილი იმ ტრაქტორის ფონზე, რომელიც მოსახლეების სახლებს ანგრევდა. ფოტომ ფეისბუქმომხმარებლების კრიტიკა გამოიწვია და ის არაერთხელ შეადარეს კალაძის ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. ამ ფაქტს კალაძე კრიტიკით...
წინა სტატია საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება. კანონპროექტს, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილებას აძლევს, დღეს დაარეგისტრირებენ. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს ეხება კანონს, რომელიც მთავრობას პანდემიის პირობებში კრიზისის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას აძლევს. "ბოლო პერიოდის ეპიდტენდენცია ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული...
პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციაში საერთო გეგმა არ იყო. ისინი ოპოზიციის შეკრებებზე ითხოვდნენ პასუხს თუ რა სამომავლო სტრატეგია არსებობდა, მაგრამ პასუხს ვერ იგებდნენ. "თუ არ დანიშნეს არჩევნები და ერთპარტიულმა პარლამენტმა გააგრძელა მუშაობა მერე რას ვშვებით? გვითხარით გეგმა, გვითხარით სტრატეგია, გამოგყვებით, გვითხარით რაში გამოგყვეთ. გვითხრეს, რომ გაზაფხულზე მღელვარება იქნება და რაღაც იქნება. არაფერი გეგმა არ არსებობს. არანაირი გეგმა არ აქვთ", —...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ