საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონი გახანგრძლივდება

649

წინა სტატია

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება. კანონპროექტს, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილებას აძლევს, დღეს დაარეგისტრირებენ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს ეხება კანონს, რომელიც მთავრობას პანდემიის პირობებში კრიზისის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

“ბოლო პერიოდის ეპიდტენდენცია ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება დროული და რელევანტური იყო.
ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონმა მისცა, რომლის მოქმედების ვადა, როგორც გახსოვთ, იანვრამდე განისაზღვრა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, — განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძე აღნიშნავს, რომ კანონის ვადის გახანგრძლივება ავტომატურად შეზღუდვების გაგრძელებასა და გამკაცრებას არ ნიშნავს.