დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 160 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

384

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად­ დაზარალებულ 160 ოჯახს სახლს შეუსყიდის.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ.

“სააგენტო ეკომიგრანტ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუძენს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება პრიორიტეტს წარმოადგენს. მხოლოდ 2020 წელს, სააგენტომ სახლი 200-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკომიგრანტი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლს შეუსყიდის იხილეთ ბმულზე.