კალაძე: ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ახალი წლის განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს

297

რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის და ყველას ახალი იმედიანი მოლოდინი გვაქვს. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ახალი წლის განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს. ეს საახალწლო დღეები მინდა იყოს სიყვარულით, თანადგომითა და სითბოთი აღსავსე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საამაყოა ის ფაქტი, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს, მთელი თბილისი გაერთიანდა იმისთვის, რომ გაჭირვებულ ოჯახებს გვერდში დადგომოდა.

„ძალიან მძიმე წელი გამოვიარეთ, შეიქმნა ახალი რეალობა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, არსებული პანდემია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და იძულებით გვიწევს უამრავ ნეგატივთან და სტრესთან შეგუება. პირველი შოკის დროს და დაბნეულობის მერე ყველანი ვცდილობთ ადაპტაციას ახალ წესებთან და ვირუსის გამო შექმნილ პრობლემებთან გამკლავებას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.

რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის და ყველას ახალი იმედიანი მოლოდინი გვაქვს. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ახალი წლის განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს. ეს საახალწლო დღეები მინდა იყოს სიყვარულით, თანადგომითა და სითბოთი აღსავსე. ჩვენ გვინდა ერთიანობით სავსე ახალი წელი, სოლიდარობით სავსე თბილისი. ამ რთულ ვითარებაში, თუნდაც პანდემიის პირველი ტალღის დროს, მთელი თბილისი გაერთიანდა იმისთვის, რომ გვერდში დავდგომოდით იმ ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვისაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა და რა თქმა უნდა, ეს პროცესი ახლაც გრძელდება და მე ძალიან ამაყი ვარ და მინდა, რომ თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.