„2021 წლის ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ის ძირითადი პროგრამები, რომლებიც იძლევა შედეგებს და არის საფუძველი, რომ გვქონდეს ზრდა სოფლის მეურნეობაში”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტროს მიერ შემუშავებული მომდევნო წლების სტრატეგია ევროპულ პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია.
„სამინისტრომ შეიმუშავა 2021-2027 წლების სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან, ევროპულ მიდგომებთან და გულისხმობს სოფლად არა...
თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, ბოლო დღეებია, აქტიურად მიმდინარებს მიზანმიმართული კამპანია თბილისის მერიის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალება.
მისი თქმით, თბილისის მერიას არავინ დაუტოვებია ღია ცის ქვეშ, თუმცა, ამავე დროს, არავის მისცემს უფლებას, მიიტაცოს სახელმწიფო მიწები და უკანონო ნაგებობები განათავსოს მასზე.
„არაერთი განმარტების მიუხედავად, ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაციები, მათ შორის, 8 წლის გიგის შესახებ, რომლის ოჯახსაც აფრიკის დასახლებაში,...
ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი 151 მილიონი ლარით განისაზღვრა, დღეს საკრებულომ ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, საკრებულოს წევრებს 2021 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა გააცნო.
ბათუმის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 68 მილიონ 226 ათასი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით - 15 მილიონ 909 ათასი ლარი. 45 მილიონ...
პარლამენტის წევრს, რომელიც მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასი სრულად დაუკავდება.
პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ეს ცვლილება იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია, რომლის ინიციატორებიც “ქართული ოცნების“ დეპუტატები - ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.
“რეგლამენტის პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების მიზნის განხორციელებას. ლოგიკურია, თუ პარლამენტის წევრი თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას არასაპატიო მიზეზით...
ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში, უფრო აგრესიული პრივატიზების პროგრამა ხომ არ დავიწყოთ? ეს მეტ სამუშაო ადგილსაც შექმნის და ბიუჯეტშიც თანხები გაჩნდებოდა, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს,- ასეთი კითხვით მიმართა პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას დღეს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას უსმენდნენ.
ამასთან, სოზარ სუბარმა მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, მაია ცქიტიშვილს და დაინტერესდა, პანდემიით გამოწვეული პრობლემების პირობებში...
როგორც პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, თვითმმართველობის განვითარებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, ბერაძემ ეკონომიკური მიმართულების მინისტრობის კანდიდატებს სხვადასხვა კითხვა დაუსვა.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, მაია ცქიტიშვილს: რეგიონალური ფონდის მნიშვნელობის შესახებ მნიშვნელოვანია ამ ფონდის მიერ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და განსაკუთრებით თვითმმართველობის განვითარებისათვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესაწყობი ფონდი და იქნებ უფრო...
წინა სტატია
სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ხოლო პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.
ასეთი შინაარსის არის მუხლი, რომლის ასახვაც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში იგეგმება. კანონპროექტის ავტორი და...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია წარმატებით განხორციელდა, რომელმაც ხელი შეუწყო აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ტექნოლოგიების განვითარებას, ადგილობრივი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის სტაბილურ ზრდას.
ამის შესახებ მან საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დეპუტატებს სამინისტროს საქმიანობის...
აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით სტაბილიზაცია შეინიშნება და ამ დროის მონაცემებით სტაციონარში 336 საწოლი თავისუფალია.
''ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კლების ტენდენცია გამოიკვეთა. გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკურად გამოჯანმრთელდა 319 პაციენტი. გამოვლინდა ინფიცირების 84 ახალი შემთხვევა. ჯამში გამოჯანმრთელდა 28 700 - მდე პირი. სამედიცინო დაწესებულებები...
გაჩერებული და დაპაუზებული ანაკლია, ახალი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. ინფორმაციას ოდიშინიუსი ავრცლეებს.
ენგურმა არხი ქვიშით იმ ადგილას ჩაკეტა, სადაც ზღვას ერთვოდა და ახალი კალაპოტი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მთავარ ბულვარში, შუა პლაჟზე გაჭრა. ანაკლიის დამსვენებელს სეზონზე ზღვის ნაპირი საერთოდ აღარ დახვდებათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაზაფხულზე, როდესაც ენგური ადიდდება, მთელ ბულვარს წაიღებს.
არხის ჩაკეტვის მიზეზი, ერთერთი ვერსიით ენგურის ნაპირებიდან თვითნებურად ამოღებული ინერტული...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
დღეიდან ადგილობრივ მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილი ნაკვეთების შესახებ ინფორმაციასა და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
მონაცემების გაცნობა შესაძლებელია ონლაინ, ბმულზე: https://napr.gov.ge/publishing; ასევე მატერიალური სახით: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში. მისამართი: ქ. ოზურგეთი, ვ. დოლიძის ქუჩა N10. მიწის სისტემური
რეგისტრაციის ფარგლებში დაბა...
წინა სტატია
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სლესის ციხესთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი თქმით, ძეგლზე არსებული მდგომარეობა სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის არქტიტექტორ-რესტავრატორის მიერ უკვე შეფასდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„სლესის ციხის კოშკის სამხრეთ-დასავლეთი ფრაგმენტი რამდენიმე დღის წინ ჩამოიშალა. ადგილობრივად მცხოვრებ თვითმხილველთა განმარტებით, ნგრევა ქვის საპირე წყობაზე დაცემულმა მეხმა განაპირობა“,-ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 2021 წლის...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვარძიისა და ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალების სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, დამთვალიერებლებს ელექტრომობილებით მოემსახურებიან.
ვარძიაში ორი სრულგაბარიტიანი მიკროავტობუსი ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადააადგილებს, მცირეგაბარიტიანი მიკროავტობუსები კი ნოქალაქევის დამთვალიერებელს მოემსახურება.
„ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების ნორმალიზებისთანავე უწყების სტრუქტურულ დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციები სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურებიან.
ახალი სერვისი მუზეუმ-ნაკრძალების დამატებითი ატრაქცია იქნება და ტურისტებს ტერიტორიაზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში დაეხმარება.
2 ტიპის...
გორში სამეფო ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო, თუმცა არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში შეწყდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, სამუშაოები დროებით შეფერხდა, რადგან ცენტრალურ სანიაღვრე არხს ეძებდნენ.
"ჩვენი, ყველა გორელის დიდი სურვილი იყო, რომ ისტორიულ სამეფო ქუჩას რეაბილიტაცია ჩატარებოდა. თქვენ იცით, რომ სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა ობიექტური...
გორის მერია გორის მინი ზოოპარკს აუქმებს, მიზეზად კი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ასახელებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
დღეს მურა დათვი თბილისის ზოოპარკში გადმოიყვანეს, დანარჩენი ცხოველები კი გორის კულტურისა და დასვენების პარკს ეტაპობრივად დატოვებენ.
რაც შეეხება კულტურისა და დასვენების პარკს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ე.წ. ,,ახალ ბაღს" რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რომელზეც 7,8 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოები 9 თვე გაგრძელდება.
სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში, იგეგმება პარკის...
18 დეკემბერს მარტვილში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე გაიამრთა.
ირაკლი ჯამბურიამ, “თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა”-ს წარმომადგენელმა საკრებულოში განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან საკრებულოს რიგგარეშე სხდომას და ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან.
“ჩვენ არ ვტოვებთ დეპუტატის მანდატებს, მაგრამ აბსოლუტურად სოლიდარობას ვუცხადებთ ოპოზიციონერ დეპუტატებს,რომლებმაც დატოვეს საპარლამენტო მანდატები და არ შევიდნენ პარლამენტში”,-აღნიშნა ჯამბურიამ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































