ანაკლია ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას – ენგურმა არხი ქვიშით ჩაკეტა

489

გაჩერებული და დაპაუზებული ანაკლია, ახალი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. ინფორმაციას ოდიშინიუსი ავრცლეებს.

ენგურმა არხი ქვიშით იმ ადგილას ჩაკეტა, სადაც ზღვას ერთვოდა და ახალი კალაპოტი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მთავარ ბულვარში, შუა პლაჟზე გაჭრა.  ანაკლიის დამსვენებელს სეზონზე ზღვის ნაპირი საერთოდ აღარ დახვდებათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაზაფხულზე, როდესაც ენგური ადიდდება, მთელ ბულვარს წაიღებს.

არხის ჩაკეტვის მიზეზი, ერთერთი ვერსიით ენგურის ნაპირებიდან თვითნებურად ამოღებული ინერტული მასალა გახდა.