რიმა ბერაძე: თვითმმართველობის განვითარებისთვის რეგიონული ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია

964

როგორც პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, თვითმმართველობის განვითარებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, ბერაძემ ეკონომიკური მიმართულების მინისტრობის კანდიდატებს სხვადასხვა კითხვა დაუსვა.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, მაია ცქიტიშვილს: რეგიონალური ფონდის მნიშვნელობის შესახებ მნიშვნელოვანია ამ ფონდის მიერ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და განსაკუთრებით თვითმმართველობის განვითარებისათვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესაწყობი ფონდი და იქნებ უფრო კონკრეტულად ახსნათ თუ როგორი იქნება მომდევნო წელს და გარკვეულ პერიოდში ამ ფონდის მუშაობა?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას: მე როგორც საკრებულოდან და თვითმმართველობიდან წამოსულ დეპუტატს, ძალიან აქტიური შეხება მქონდა მოსახლეობასთან და ყველაზე მნიშვნელოვანია ფართების დაკანონების თემა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა წლების განმავლობაში. ეს ადამიანები ცხოვრობენ ამ ფართებში და მათი დაკანონება ვერ ხერხდება. იქნებ გასცეთ დავალება შესაბამის სამსახურებს – ჩვენს მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე რევიზია გააკეთონ.

პანდემიისაგან შექმნილმა კრიზისმა მნიშვნელოვნად დააზარალა ჩვენი ეკონომიკა, თითოეული ჩვენთაგანისათვის კარგადაა ცნობილი, აუცილებელი გახდა საგადასახადო შეღავათები იმ ინდუტრიისათვის, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლები. ჩვენ მივესალმებით ამას, ვიცით რომ ბიუჯეტში შემოსავლები დაიკლებს და რა თქმა უნდა, მოიმატებს საჭიროებები. ფინასთა მინისტრობის კანდიდატს მიმნდა ვკითხო – ხომ არ შექმნის ეს საბიუჯეტო დეფიციტს და როგორ აპირებთ, დაბალანსებას ამ კუთხით და რა გეგმები გაქვთ დეფიციტის შესასრულებლად?”, – განაცხადა ბერაძემ.