მერია გორის მინი ზოოპარკს აუქმებს

466

გორის მერია გორის მინი ზოოპარკს აუქმებს, მიზეზად კი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ასახელებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

დღეს მურა დათვი თბილისის ზოოპარკში გადმოიყვანეს, დანარჩენი ცხოველები კი გორის კულტურისა და დასვენების პარკს ეტაპობრივად დატოვებენ.

რაც შეეხება კულტურისა და დასვენების პარკს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ე.წ. ,,ახალ ბაღს” რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რომელზეც 7,8 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოები 9 თვე გაგრძელდება.

სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში, იგეგმება პარკის შემოღობვა და მის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების რეაბილიტაცია, მათ შორის ზოოპარკისაც, მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, გასართობი და სპორტული სივრცეები, ახალი გარეგანათება, კომუნიკაციები და ა.შ.