ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაცია, ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი, შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების პირობებში დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც ვაქცინის დროული...
შემდეგი სტატია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Fაცებოოკ-ის გვერდზე ავრცელებს. საქმე იმაშია, რომ დღეს მოქმედ ტარიფს, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა, ვადა ეწურება და უახლოეს დღეებში სემეკი ახალ ტარიფს დაადგენს. ის ძალაში 2021 წლის იანვრიდან შევა. „უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 24 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს, 28 დეკემბერს იწურება. მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ეხმარებიან მოქალაქეებს განაცხადების რეგისტრაციის პროცესში. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 და მიიღოს პასუხები მისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. „გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ კომპანიებს, რომლებმაც გამოიჩინეს...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. „პროფესიული განათლების, დასაქმების, თვითდასაქმების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, 400-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდა. 2021 წელს სააგენტო დევნილი ოჯახებისთვის 2 200 ახალაშენებულ ბინას და 1 200 სოფლად სახლს შეისყიდის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას.   ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის...
ჩვენი მიზანია, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის პანდემიით გამოწვეული სოციალური რისკები მინიმუმამდე შევამციროთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს მიერ სოციალური მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. „ჩვენი მიზანია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის პანდემიით გამოწვეული სოციალური რისკები მინიმუმამდე იქნას შემცირებული. ამისათვის გამოცხადდა მორატორიუმი და დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. გარდა ამისა...
ტყის ეროვნული აღრიცხვის 2020 წლის შემაჯამებელი საჯარო ონლაინ შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ გახსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია 2019-2020 წლებში განხორციელებული საველე სამუშაოების, მისი ანალიზის, შედეგებისა და 2021 წელს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის დანერგვის განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე და სამომავლო...
არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის" მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსს მართავს სახელწოდებით: „ხალხს შია". მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის, ჯონი ქურასბედიანის განცხადებით, ქვეყანაში დღევანდელი სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. „ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციასთან მოვედით, რომ საკუთარი აზრი გამოვხატოთ. ხალხი ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობს... იმედია, დაგვიდგება ყველა გვერდით და მდგომარეობა გამოსწორდება. ხმას მივაწვდით კალაძესაც და აბსოლუტურად ყველას. არ გავჩერდებით!", - განაცხადა ქურასბედიანმა.
არსებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს.საკითხზე პარტიაში განცხადება დღის მეორე ნახევარში გაკეთდება. „ევროპული საქართველოს“ ლიდერების ბრიფინგი 15:30 საათზე ჩაინიშნა. სად გააგრძელებს ხოშტარია პოლიტიკურ საქმიანობას, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხოშტარია „ევროპული საქართველოს“ დატოვებას გეგმავდა.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით 37095 აქტივობა განხორციელდა, საიდანაც ზედამხედველობის შედეგად აკრძალული საქმიანობის გამო საქმიანობა შეუჩერდა 6000-ზე მეტ ობიექტს და დაჯარიმდა 36 ობიექტი. როგორც ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 26-27 დეკემბერს გაიცა 843 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება და სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის 2 ობიექტი დაჯარიმდა. მისივე თქმით, ზოგადი ვითარება საკმაოდ დადებითია და როგორც სავაჭრო...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე 3 იანვრიდან სრულ ლოქდაუნზე მსჯელობა არ ყოფილა. როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, თუ ეპიდვითარება არსებულ დონეზე შენარჩუნდება, ლოქდაუნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. „ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ეპიდსიტუაცია იქნა მსგავსი, როგორიც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი განხილული არ იქნება, მაგრამ ის შეზღუდვები იქნება, რაც 2-თვიანი გეგმით არსებობს“,-აღნიშნა...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამუშაო ადგილებზე ლეტალობის მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 16%-ით. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, უბედური შემთხვევების დინამიკამ იკლო, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორს თანამშრომლობის შედეგია. „სწორედ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ანაზღაურების სახით ექიმების წახალისება მოხდება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ რუხის საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ბენეფიციარებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება. „ჩვენი უახლოესი გეგმები მოიცავს, გადახედილი იყოს ანაზღაურების პროტოკოლი და კომპონენტი, რომელიც დღესდღეობით პირველად ჯანდაცვაზეა. გვინდა მოხდეს წახალისება, როგორც ექიმების, ასევე ჩვენი ბენეფიციარებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ“, - განაცხდა ტიკარაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტის შესახებ მოკლე ანალიზსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს. „30 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი გააგზავნა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება 5 ნოემბერს წარდგენილი ვარიანტისგან. ბიუჯეტის პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფაქტორის ასახვამ გამოიწვია. გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოკლე შეფასებას და რეკომენდაციებს ბიუჯეტის საბოლოო პროექტზე. ძირითადი მიგნებები...
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ის თავს კარგად გრძნობს. "შესაბამისი მითითებების თანახმად, ასლან ბჟანია გადავიდა იზოლაციაში. მუშაობას დისტანციურად, სოხუმის რეზიდენციიდან განაგრძობს", — აცხადებენ ბჟანიას პრესსამსახურში. დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათი განცხადებით, რეგიონში დღემდე ინფიცირების 8 459 შემთხვევაა დაფიქსირებული. დე...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად, 15 მეწარმე დევნილს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტი გადაეცა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროექტი დევნილების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. სააგენტომ, პროექტის ფარგლებში, დევნილ მეწარმეებს 7500 ლარამდე ღირებულების ტექნიკა და დანადგარები შეუსყიდა. გრანტის მიღების მთავარ პირობას საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი მინიმუმ ერთი...
ქობულეთური კერძები ახალ ვიდეორგოლშია წარმოჩენილი. კლიპი, რომელშიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი უგემრიელესი კერძები და დესერტია წარმოჩენილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქობულეთური სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ვიდეოგადაღებები ქობულეთის სოფელ ლეღვაში, 170 წლის სახლის ეზოში, ულამაზეს გარემოში მიმდინარეობდა. „აჭარული სამზარეულოს საიმიჯო რგოლის შემდეგ ონლაინ სივრცეში, უკვე ქობულეთური სამზარეულოს ვიდეორგოლი გამოჩნდა. რგოლში წარმოდგენილი კერძები - მაჯუნი, იახნი და აჩმა ცნობილმა შეფმზარეულმა მიშა ავსაჯანაშვილმა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ