მას შემდგომ, რაც გავაკეთეთ მიზნობრივი შეზღუდვები, დადებითობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო მოდის ქვემოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და ასევე დღეში 7000 ინფიცირებულს ჰოსპიტალურ სისტემაში. „დღეს უჩვეულო ფორმატში ვიკრიბებით, თუმცა ამას აქვს თავისი მიზეზი...
როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს, დავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. „კარგი შედეგები გვაქვს...
„შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის, რა თქმა უნდა, განათლების და პირველ რიგში, დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%-ს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს. „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი...
დღეს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიიღებს დავალებას, რომ უახლოეს პერიოდში, იმ დარგებთან, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი, მათთან დაიწყონ შეხვედრები და იმ გეგმის შეთანხმება, რომელიც გვაქვს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ზაფხულის ტურისტული სეზონი ამუშავდეს. „მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე ნოტამს...
„თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქსა თუ ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, შესაძლებელი გახდება გახსნის ის...
გელათის ტაძარი კვლავ საფრთხის წინაშეა - აცხადებენ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრები. მესამე საქტორის წარმომადგენლები ახალ კომპანიასაც უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, მოჩვენებითია. ორგანიზაციის წევრის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ტაძარში ექსპერიმენტები გრძელდება, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის, ამასთან, ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს. ბარათაშვილი გელათის გადახურვის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას მოითხოვს. ბრალდებებს არ ადასტურებს კომპანია "ბაგინეტი +" წარმომადგენელი. არჩილ ყიფიანის...
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატს 2021 წელსაც გასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უწყება სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას - 300 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 150 ლარის ოდენობით. ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის...
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა. დედაქალაქის მერი გუდიაშვილის მოედანზე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად იმყოფებოდა. „გუდიაშვილის მოედანი გამორჩეულია თავისი შინაარსითა და ისტორიით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იბრძოლა ამ მოედნის შენარჩუნებისთვის. გვახსოვს, აქ რა პრობლემები იყო. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანია პროცესში ჩართული და გვეხმარება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები...
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის კლინიკების დირექტორებთან შეხვედრაზე სელექტიური კონტრაქტირების პირობებზე, კლინიკების ფინანსურ საჭიროებებსა და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საკითხზე ისაუბრეს. "კლინიკების ხელმძღვანელებთან იმ პრობლემებზე ვიმსჯელეთ, რომლის წინაშეც ისინი დგანან. ეს გარკვეულწილად სახარჯი მასალების თანხების მატებასა და კომუნალური გადასახადების ზრდას უკავშირდება. კოვიდ პანდემიის პირობებში პაციენტთა რეგულარული ნაკადების შენარჩუნება რთული იყო, რაც კლინიკების შემოსავლებზე აისახა. ამ პირობებში მნიშვნელოვანია, კლინიკებისთვის გრძელვადიანი...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1368 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 133 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების...
ახალგაზრდობის სააგენტო „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025-ს“ შემუშავების პროცესში, რეკომენდაციების მიღების ბოლო ეტაპზე გადავიდა. ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს სტრატეგიის დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და რეკომენდაციების გაზიარება ახალგაზრდობის სააგენტოსთვის 31 იანვრის ჩათვლით, მათთვის მისაღები ფორმით, ანონიმურად, საკუთარი სახელით ან მეილის info@youthagency.gov.ge დახმარებით შეეძლებათ. „ახალგაზრდობის სააგენტომ, ახალგაზრდული სფეროსთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც მომდევნო 5 წლის მანძილზე ქვეყნის ახალგაზრდულ სტრატეგიას განსაზღვრავს, საქართველოში ევროკავშირის პროგრამის ,,Skills4jobs’’ საერთაშორისო...
გარდაბნიც მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხუთი სოფლის-მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ახალი სამგორისა და ვაზიანის წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი, დასკვნით ფაზაშია. ამის შესახებ ტვ4 წერს. სათავე ნაგებობაზე უკვე დასრულდა, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატორო სისტემის მშენებლობა, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სადრენაჟე სისტემების მოწყობა. ასევე, დასრულებულია სოფლებში სასმელი წყლის შემკრები ავზების მშენებლობის პროცესიც. უახლოეს, პერიოდში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების მესამე...
თითქმის 1 მლნ ლარი იხარჯება გორში იმ გზის რეაბილიტაციის გამო, რომელიც მორალურ და ფიზიკურ ცვეთას განიცდის. ამის შესახებ საპროექტო ორგანიზაცია "გზაჯვარედინი 21-ე" წერს, რომლის დასკვნის საფუძველზე, გორის მერია გოგებაშვილის ქუჩის მეორე ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. საპროექტო ობიექტის სიგრძე დაახლოებით 536 მ-ია. "ზემოთ აღნიშნული გზა, ფიზიკური და მორალური ცვეთის სიმძიმის გამო, საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების, კაპიტალური შეკეთების...
video
თელავში ალაზნის გამზირზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ. თელავის მერიამ კორპუსების შიდა ეზოების კეთილმოწყობა უკვე დაიწყო. სამუშაოები ამჟამად კავკასიონის ქუჩაზე მიმდინარეობს, შემდეგ კი ალაზნის გამზირზე გაგრძელდება. რას მოიცავს პროექტი და რას ითხოვს მოსახლეობა, თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრთან ერთად ბათუმში მშენებარე №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. "შენობაში ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდება და იქნება სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. განხორციელდება სკოლის ეზოს და ღია სპორტული მოედანის მოწყობა. პროექტის ღირებულება 3მლნ-მდე ლარს შეადგენს. სკოლაში...
2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის ოპოზიციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, ვადის შესაბამისად, 27 და 28 იანვარს განიხილავს. „უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მათ განცხადებებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ