გელათის ტაძარი კვლავ საფრთხის წინაშეა – აცხადებენ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” წევრები. მესამე საქტორის წარმომადგენლები ახალ კომპანიასაც უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, მოჩვენებითია.
ორგანიზაციის წევრის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ტაძარში ექსპერიმენტები გრძელდება, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის, ამასთან, ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს.
ბარათაშვილი გელათის გადახურვის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას მოითხოვს.
ბრალდებებს არ ადასტურებს კომპანია “ბაგინეტი +” წარმომადგენელი. არჩილ ყიფიანის თქმით, წინა კომპანიის შესრულებულ სამუშაოებში ხარვეზები ნამდვილად გამოიკვეთა, რომლის გამოსწორებაც ახლა მიმდინარეობს.