თელავის მერიამ კორპუსების შიდა ეზოების კეთილმოწყობა დაიწყო

339

თელავში ალაზნის გამზირზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ. თელავის მერიამ კორპუსების შიდა ეზოების კეთილმოწყობა უკვე დაიწყო.

სამუშაოები ამჟამად კავკასიონის ქუჩაზე მიმდინარეობს, შემდეგ კი ალაზნის გამზირზე გაგრძელდება. რას მოიცავს პროექტი და რას ითხოვს მოსახლეობა, თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.