პარლამენტი ოპოზიციის ნაწილის სადეპუტატო უფლებამისილების შეწყვეტას კენჭს 2 თებერვალს უყრის

340

2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის ოპოზიციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, ვადის შესაბამისად, 27 და 28 იანვარს განიხილავს.

„უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მათ განცხადებებს ამ ვადის შესაბამისად, 27 და 28 იანვარს განიხილავს. შემდეგ, რეგლამენტის თანახმად წარედგინება ბიუროს და აქედან გამომდინარე უკვე, 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.