ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის კლინიკების დირექტორებთან შეხვედრაზე სელექტიური კონტრაქტირების პირობებზე, კლინიკების ფინანსურ საჭიროებებსა და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საკითხზე ისაუბრეს.
“კლინიკების ხელმძღვანელებთან იმ პრობლემებზე ვიმსჯელეთ, რომლის წინაშეც ისინი დგანან. ეს გარკვეულწილად სახარჯი მასალების თანხების მატებასა და კომუნალური გადასახადების ზრდას უკავშირდება. კოვიდ პანდემიის პირობებში პაციენტთა რეგულარული ნაკადების შენარჩუნება რთული იყო, რაც კლინიკების შემოსავლებზე აისახა. ამ პირობებში მნიშვნელოვანია, კლინიკებისთვის გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის იმისთვის, რომ ეს პროცესი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, ასევე, ისიც, რომ ამ კონსულტაციების საფუძველზე მოიძებნოს მექანიზმი, რათა გარკვეული კომუნალური გადასახადების სუბსიდირება მოხდეს”, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრას 20-მდე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა.