თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მერია არსებული პარკების, სკვერების რეაბილიტაციას აგრძელებს, რომ ქალაქში ბევრი მწვანე სივრცე იყოს და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. „მინდა თბილისელებს ერთ კარგ პროექტთან დაკაშირებით მივაწოდო ინფორმაცია. ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ახალ პარკებთან, სკვერებთან მიმართებით. ესეც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა,...
რა ქნას საქართველომ, შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყანამ გაცილებით სუსტი ჯანდაცვით, ვიდრე აქვს სხვა, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს? ამის მიუხედავად, ის ახერხებს უკეთესი შედეგების დადებას, ნაკლები დანაკარგებით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. ცერცვაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას მინიმალური დანაკარგი ჰქონოდა. „თქვენ ითხოვთ, რომ საერთოდ არ იყოს დისკომფორტი, არ იყოს ეკონომიკური რეცესია,...
არავის, არასდროს არ გავუტარებთ ამ მიდგომას და დამოკიდებულებას, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძემ მუნიცპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, „კატეგიურიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა“. „რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია და მინდა ამ ფაქტს გამოვეხმაურო. ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე...
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვაკის რაიონს დავით კვინიკაძე უხელმძღვანელებს, კრწანისის რაიონს – ბექა მიქაუტაძე, გლდანს – ლევან ნაროუშვილი, ხოლო დიდუბის რაიონს – ლევან ჯღარკავა. „ვაკის გამგებელი იყო ნოდარ ტურძელაძე, რომელიც პარლამენტში გადავიდა. მინდა, წარმოგიდგინოთ ვაკის რაიონის გამგებლის კანდიდატურა დავით კვინიკაძე, რომელიც აქამდე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე...
ტექდათვალიერება არის სავალდებულო იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს, ამ პირობის შეუსრულებლობა, წარმოადგენს ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულოდ ტექინსპექტირება. „ტექდათვალიერება არის სავალდებულო იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეწევა ამ...
დედაქალაქში უკვე შესყიდული 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანით ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დასრულდება. თბილისის მერია კი დამატებით, 180 8-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის -  ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ფასთა კვლევა ჩატარდება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება. „ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ველოდებით 100 ერთეულ ავტობუსს, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს და შემოვა. ეს არის BMჩ-ის...
თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი მერიის მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არარაციონალური ხარჯვაზე საუბრობს და თბილისის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსს ბადრი გიორგაძეს მიმართავს. შაქარაშვილის განცხადებით, უამრავ კითხვას აჩენს მერიის მიერ საბიუჯეტო თანხებით გარე-სარეკლამო აბრების (ე.წ ბილბორდები) მომსახურების შესყიდვა, საახალწლო მისალოცის განთავსების მიზნით. საკრებულოს დეპუტატი აღნიშნულ საქმეზე მოკვლევის დაწყებას ითხოვს. “მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების...
ბევრი პროგრამა გვაქვს რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს ვისაც მართლა უჭირს და არა იმათ, ვისაც 4 საცხოვრებელი ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საცხოვრებელი ფართების დაკანონებაზე ისაუბრა. დედაქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი იმ ოჯახებს დაეხმარება, ვინც ნამდვილად შეჭირვებულია და თანადგომა სჭირდება. როგორც კახა კალაძე განმარტავს, საცხოვრებელი ფართების დაკანონება არ ნიშნავს იმას, რომ „მიწა მივიტაცო და შემდეგ...
კომიტეტი, სუბარი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, კომიტეტის აპარატის წევრებთან ერთად თვითმმართველობისა და რეგიონულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართეს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ხოსრუაშვილი, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის" პროექტის...
როდესაც მე მერად ამირჩიეს, ჩვენ დავიწყეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების აღწერა და სულ ასეთი 3000-მდე ოჯახი იყო. ეს პრობლემა რამდენიმე ათეული წელია, რაც არსებობს და სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს. ეს ოჯახები ამ დროის განმავლობაში ელოდებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ ფართებს, თუმცა წლების განმავლობაში მათ არავინ ყურადღებას არ აქცევდა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „როდესაც მე მერად...
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას გავუწიოთ მხარდაჭერა და თანადგომა. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი - ვარ ყველას მერი და ჩვენი თანამშრომლებიც ზუსტად ამ მიდგომით არიან, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა. არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ჩვენი მხრიდან ადამიანების დაყოფა პარტიული კუთვნილების, სქესის ან სხვა მიმართულების მიხედვით, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალური მთავრობის...
პანდემიის მეორე ტალღის პერიოდში თბილისის მერია პროდუქტებით 18 ათას ოჯახს დაეხმარა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მან პანდემიის პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მერა პანდემიის დაწყების დღიდან ახორციელებს. კალაძემ წარმოადგინა ციფრები, თუ რამდენ ოჯახს გაუწიეს თანადგომა პანდემიის მეორე ტალღის დროს. „თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, 18 ათას ოჯახში მივიტანეთ პროდუქტები. ბიზნესის მხარდაჭერითა...
აგრარული კომიტეტის წევრები სახელმწიფო რწმუნებულებს ხვდებიან. პანდემიიდან გამომდინარე შეხვედრა ონალინ რეჟიმში მიმდინარეობს. დეპუტატები რწმუნებულებისგან არსებულ პრობლემებს მოისმენენ. „გამომდინარე იქიდან, რომ კომიტეტი და თითოეული წევრი დაინტერესებულია ვნახოთ და გავეცნოთ რეგიონებში არსებულ პრობლემებს, ვითვალისწინებთ პანდემიას და გასვლითი შეხვედრების შესაძლებლობა არ გვაქვს. გვექნება ონლაინ შეხვედრა, იმისთვის, რომ გავეცნოთ ადგილზე არსებულ საჭიროებებს. რა თქმა უნდა, სასოფლო-სამეურნეო თემატიკიდან გამომდინარე, ასევე მათ მოთხოვნებს და თხოვნებს ჩვენი კომიტეტის მიმართ, რა საკანონმდებლო ცვლილებებზე შეიძლება ვიფიქროთ ან რა...
სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ე.წ კომენდანტის საათი დაარღვიეს და არსებულ რეგულაციებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ გამართული აქციის გამო, ისინი 2000-ლარიანი ჯარიმით დაჯარიმდნენ. “ბიძინა ივანიშვილის მიზანი გახლავთ, რომ საქართველოში ბოლომდე გამყარდეს დიქტატორული რეჟიმი და სწორედ ამას იუწყება ის “კომენდანტის საათი”, რომელიც არჩევნების გაყალბებიდან ერთ კვირაში დაგვიწესეს. ჩვენ ამ “კომენდანტის საათის” დასრულებას ველოდით თვეების...
პანდემიის მიუხედავად, ჩვენ 2 მლრდ. 200 მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც არის ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და 80 მილიონით მეტი, ვიდრე ოდესმე იყო ინვესტირებული ინფრასტრუქტურაში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო თითქმის ერთი წელია სამშენებლო პროექტებს ახორციელებს ისეთი სახით, რომ პანდემიამ პროცესზე რაც შეიძლება ნაკლები გავლენა მოახდინოს. „ეს არის ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უწყების...
სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებულ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს, ლავრენტი გოგსაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გოგსაძის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით, გაასაჩივრებს. „სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ამ ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრა პატიმრობა. პროკურატურამ წარმოადგინა არგუმენტები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა მათი არგუმენტი გავაბათილეთ და სასამართლომ ასე მიიჩნია. ჩვენ გვაქვს გასაჩივრების უფლება, შევთანხმდები მე ჩემი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ