კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 1 500-მდე ოჯახს მერიამ მიწის ნაკვეთები გადასცა

410

როდესაც მე მერად ამირჩიეს, ჩვენ დავიწყეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების აღწერა და სულ ასეთი 3000-მდე ოჯახი იყო. ეს პრობლემა რამდენიმე ათეული წელია, რაც არსებობს და სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს. ეს ოჯახები ამ დროის განმავლობაში ელოდებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ ფართებს, თუმცა წლების განმავლობაში მათ არავინ ყურადღებას არ აქცევდა, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„როდესაც მე მერად ამირჩიეს, ჩვენ დავიწყეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების აღწერა და სულ ასეთი 3000-მდე ოჯახი იყო. ეს პრობლემა რამდენიმე ათეული წელია, რაც არსებობს და სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს. ეს ოჯახები ამ დროის განმავლობაში ელოდებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ ფართებს, თუმცა წლების განმავლობაში მათ არავინ ყურადღებას არ აქცევდა.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ოჯახების ფართებით დაკმაყოფილებასთან მიმართებაში. ამ 3000 ოჯახიდან 1500-მდე ოჯახი უკვე დავაკმაყოფილეთ, რაც, ვფიქრობ, კარგი შედეგია. მათ გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. ინვესტორთან შეთანხმებით, ჩვენი სამსახურების ჩართულობით, კონკრეტული კომპანიები ვალდებულები არიან, ამ მიწის ნაკვეთებზე ააშენონ საცხოვრებელი კორპუსები. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ სრულად ვერ დავაკმაყოფილეთ 3000-ვე ოჯახი, მაგრამ ამ დარჩენილ 1500 ოჯახსაც ვპირდები, რომ ძალიან მალე მათი პრობლემებიც მოგვარდება“, – განაცხადა კალაძემ.