კალაძე: პანდემიის მეორე ტალღის პერიოდში თბილისის მერია პროდუქტებით 18 ათას ოჯახს დაეხმარა

312

პანდემიის მეორე ტალღის პერიოდში თბილისის მერია პროდუქტებით 18 ათას ოჯახს დაეხმარა, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

მან პანდემიის პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მერა პანდემიის დაწყების დღიდან ახორციელებს.

კალაძემ წარმოადგინა ციფრები, თუ რამდენ ოჯახს გაუწიეს თანადგომა პანდემიის მეორე ტალღის დროს.

„თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, 18 ათას ოჯახში მივიტანეთ პროდუქტები. ბიზნესის მხარდაჭერითა და თანადგომით 4 200 ოჯახზე იყო შესაძლებელი დახმარების გაწევა. მე კარგად მესმის არსებული ვითარება. მდგომარეობა. გვაქვს ძალიან რთული სიტუაცია, გამოწვევა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არსი ადამიანების ჯანმრთელობა“, – განაცხადა კალაძემ.