საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წლების განმავლობაში, ბოტანიკური ბაღის სარწყავი წყლით შეუფერხებელი მომარაგება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, რაც ბაღის კოლექციების მართვაში სირთულეებს ქმნიდა.
"ბოტანიკურ ბაღში სარწყავი წყლის ახალი მაგისტრალური ხაზისა და სარეზერვო აუზების მოწყობის სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. უახლოეს მომავალში 1.5 კმ სიგრძის ახალი სარწყავი მილი და 500 კუბური მეტრის მოცულობის სარეზერვო...
„ქვეყანა ბუტკა არ არის“ - ამ სლოგანით პარლამენტის წინ „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია-პერფორმანსი გამართა, რითაც კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მოითხოვეს, რომ „ხალხს წართმეული არჩევნები დაუბრუნდეს".
აქტივისტებმა ადგილზე მიიტანეს პლაკატები წარწერებით: „ქართული ოცნება" დეპრესიაშია", „ქართული ოცნება" ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და ა.შ. ამასთან, სიმბოლურად ჰაერში გაუშვეს ბუშტებზე მიმაგრებული „მანდატები“, ამგვარად კი, გამოხატეს ის, რომ „მანდატები პოლიტიკიდან...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოვლინდა.
შსს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 98 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე,...
გიორგი გახარიას თქმით, თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაჩქარდება.
„როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. პირველ რიგში...
აბაშის მუნიციპალიტეტში მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის კარიბჭესთან, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ.
„შენობა აღიჭურვება კომპიუტერით, უფასო Wi-Fi ინტერნეტით, კვების ობიექტით, ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს, აქვე იქნება საინფორმაციო რუკები მხარის შესახებ, გზამკვლევი და სხვა საჭირო სერვისი. ვიზიტორებისთვის მოეწყობა...
ზუგდიდში, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით რაგბის სტადიონი შენდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.
„ზუგდიდის რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ფონდ ,,ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება სარაგბო ბაზა, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ზუგდიდის რაგბის სტადიონს ექნება, როგორც ბუნებრივსაფრიანი, ასევე ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი საერთო...
რუსთავში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებელის პირველი სართულისა და საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს დეპუტატები და „რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის„ ხელმძღვანელი გაეცნენ.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების სასწავლებელში სამუშაოები 2021 წლის მარტში უნდა დასრულდეს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და საერთო ღირებულება 529 ათას ლარამდეა.
„სრული რეაბილიტაცია...
საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით საუბარი არ არის, რადგან ვაჭრობა ის სექტორია, რომელიც შედარებით სწრაფად აღდგება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სავაჭრო ცენტრების და მოლების მფლობელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ბიზნესებისგან განსხვავებით, რომლებსაც შეზღუდული აქვთ საქმიანობა, სავაჭრო ინდუსტრიას შეუძლია საკუთარი რესურსით გააგრძელოს საქმიანობა.
„საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით საუბარი არ არის, რადგან ვაჭრობა ის სექტორია, რომელიც შედარებით სწრაფად აღდგება,...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციები იმ სფეროში შეამსუბუქოს, რომელიც შედარებით ნაკლები საფრთხის შემცველია.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების ამოცანაა შეზღუდვები ისე შეამსუბუქოს, რომ ამან ეპიდვითარება კიდევ უფრო არ გააუარესოს.
„ეკონომიკა არ არის მხოლოდ სარესტორნო ბიზნესი. ეკონომიკა...
რუსთავში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, სკვერში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
როგორც ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სკვერის მოწყობის სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და 8 თვეში უნდა დასრულდეს.
„პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, რეკრეაციული სივრცე 25 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. არსებულ პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, ფატქობრივად ყველანაირი...
ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესი თანამშრომლობისთვის მზადაა.
„დღეს გვქონდა კომუნიკაცია, ავხსენით რა არის სახელმწიფოს მიდგომა და ეს არის ცალსახად ის, რომ ჩვენ გახსნისკენ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯი გადავდგათ, ამ...
წინასაახალწლო დღეებში დავაკვირდით და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. გვჯერა, რომ ახლაც იგივენაირად, მაღალ დონეზე იქნება პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრმა განმარტა, თუ რამ განაპირობა არასასურსათო ვაჭრობის სფეროს აღდგენა და აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვა ამ ეტაპზე კომპრომისულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს და ჯერჯერობით ძალაში რჩება.
„არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და შოპინგ მოლები არიან ის...
რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 1 თებერვლიდან მაღაზიებს ევალებათ, რომ თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა კორონავირუსზე შეამოწმონ. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო მზად არის, 1 მარტამდე მათი თანაშრომლების ტესტირების დაფინანსება უზრუნველყოს.
„მაღაზიებს 1 თებერვლიდან ევალებათ, რომ თავიანთი თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა, 20% პროაქტიულად გატესტონ. სახელმწიფო მზად არის, რომ 1 მარტამდე, თებერვლის...
ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო.
მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებით ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.
„დღევანდელი შეხვედრა შედგა სავაჭრო ცენტრების, მაღაზიების და ძირითადი სავაჭრო ქსელების მეპატრონეებთან. ბუნებრივია, ეს არის ის ბიზნესი, რომელიც 1-ელი თებერვლიდან უნდა გაიხსნას მთელი ქვეყნის მასტაბით, მათ შორის...
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ-ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასე მათი აღმოფხვრის გზებზე. სახელმწიფო რწმუნებულებმა კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ რეგიონებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ასევე იმ საჭიროებებზე, რომელთა უზრუნველყოფა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებას და პარლამენტს ხელეწიფებათ.
კომიტეტის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმერეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სავანეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთსა და...
რეკრეაციულ ზონაში შესაძლებელია გარკვეული პროექტების განხორციელება, რომელიც ამ ზონას შეესაბამება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის ინფორმაციით, თითქოს თბილისის მერია ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული ნაკვეთის გასხვისებას და ზონის შეცვლას გეგმავს.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და ზონალური სტატუსი რეკრეაციულ სივრცეებს არ შეცვლია.
„ზონალური სტატუსი არაფერზე შეცვლილა. რაც იყო რეკრეაციული სივრცე, დღესაც რეკრეაციული ზონაა. პრობლემა, რაც იყო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































