აბაშაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი შენდება

451

აბაშის მუნიციპალიტეტში მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის კარიბჭესთან, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ.

„შენობა აღიჭურვება კომპიუტერით, უფასო Wi-Fi ინტერნეტით, კვების ობიექტით, ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს, აქვე იქნება საინფორმაციო რუკები მხარის შესახებ, გზამკვლევი და სხვა საჭირო სერვისი. ვიზიტორებისთვის მოეწყობა ავტოსადგომი, შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურა.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.