რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტობანის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, არსებული გვირაბის პარალელურად, ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო, რომლის სიგრძე 1800 მეტრი იქნება, საიდანაც ამჟამად დაახლოებით 200 მეტრია გაჭრილია. მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერეს. „პანდემიის მიუხედავად, რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა ერთი დღითაც არ გაჩერებულა. ეს არის 52...
საზოგადოებრივი მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის" წევრები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძეს წერილობით მიმართავენ და ბულვარში "ამბასადორი ბათუმის" მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე მილორავა აცხადებს, დაუყოვნებლივ უნდა ჩაინიშნოს საკრებულოს სხდომა და ეს საკითხი განიხილონ. “29 იანვარს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ განაცხადა, რომ "ამბასადორის" მშენებლობის მიმდებარე ტერიტორია არ ეკუთვნის ბულვარს. შესაბამისად, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არ ჰქონდა ლეგიტიმაცია გაეცა ნებართვა...
ქედაში ელექტრო მიკროავტობუსი იმოძრავებს. 77 ათას 235  აშშ დოლარის ღირებულების პროექტი იაპონიის საელჩომ დააფინანსა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მიკროავტობუსი შშმ პირთათვის იქნება ადაპტირებული. მერიის ინფორმაციით, თანადაფინანსებით ელექტრო ავტობუსის ავტოფარეხის მშენებლობაც გათვალსიწნებული იქნება. ამ ეტაპზე ელექტრო ავტობუსის შესყიდვისთვის საჭირო ტენდერი ცხადდება. ტრანსპორტი დაბა ქედაში იმოძრავებს.
ხულოს მერია წელს მამულაძის, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაახლებს. ამ ქუჩებზე გაფართოვდება გზა, მოეწყობა ბილიკები და სკვერი. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ასევე პროექტის მიხედვით დაბაში გამოიყოფა ტერიტორია საპარკინგე და აგრარული ბაზრისთვის. დაბის მოწესრიგების სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. პროექტისთვის წელს მილიონ 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.
წინა სტატია პრემიერმინისრიი გიორგი გახარია ჩხოროწყუში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნებათ. ჩხოროწყუს ერთერთი სკოლის მოსწავლეებს მიერ მერიის შენობის საპირფარეშოს დასუფთავების კადრები გუშინ, 31 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ბავშვების თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ საპირფარეშოს დასასუფთავებლად მიყავდათ. “მე ვერ წარმომიდგენია ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც...
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის, სოფელ დოლოგნის მონაკვეთი დაზიანებულია. გადაადგილება განსაკუთრებით გართულებულია დაბალი გამავლობის ავტომანქანებისთვის. მძღოლები ამბობენ, რომ ამ მდგომარეობაშია გზა დაახლოებით სამთვეზე მეტია, რაც გადაადგილების დროსაც ახანგრძლივებს და ავტომანქანებიც მწყობიდან გამოჰყავს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია დაწყებული იყო, თუმცა უამინდობის გამო შეჩერდა. სამუშაოები კი სველი გზის საფარის გაშრობისთანავე განახლდება.
წინა სტატია ხელვაჩაურის საკრებულომ 28 იანვარს მუნიციპალიტეტის ხარჯებში ცვლილება შეიტანა. ფინანსური აქტივების გამო ბიუჯეტი 581 514 ლარით გაიზარდა. ინფორმაცია აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. გათვალისწინებულია სოფელ წინსვლაში ჭაბურღილის მოწყობა, სამებაში ჭაბურღილისა და მაგისტრალის, სოფლის ცენტრებში კი სკვერების მოწყობა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით გასულ წელს დაწყებული სასმელი წყლის მიწოდების პროექტები წელსაც გაგრძელდება. 28 იანვარის საკრებულოს სხდომაზე ადგილ მონაცვლეობის საკითხი განიხილეს, ნადიმ ვარშანიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის შემდეგ ილია...
პანდემიის პირობებში ქუთაისის მერია სათვალთვალო ვიდეოკამერების შესაძენად 850 000 ლარს გამოჰყოფს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია აპროტესტებს. გოგი წულაიას განცხადებით,  იმ დროს, როცა ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშეა დარჩენილი და მოსახლეობა გადარჩენის მიზნით იბრძვის, ქუთისის მერია ადამიანებზე ზრუნვის ნაცვლად, მათ დაჯარიმებაზე ფიქრობს. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეს თანხები სოციალური მიმართულებით დაიხარჯოს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა წყალტუბოში, სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაცაის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მშენებლობის პროცესის დასრულება გაზაფხულისთვის იგეგმება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3 300 000 ლარია. ''სასტუმროს გარს აკრავს კომპლექსი, რომლის ტერიტორიაზეც მუზეუმი განთავსდება. პრომეთეს მღვიმის გამოსასვლელთან მდებარე კომპლექსში ამჟამად 110 ადამიანია დასაქმებული, გაფართოების შედეგად კი, დამატებით 20 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოქალაქეთა დასაქმება, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ერთ-ერთი...
ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მერის სარეზერვო ფონდი 200 ათას ლარზე მეტით გაიზარდა.  თანხა ფერდსამაგრი კედლების, მრავალბინიანი სახლების სახურავის გადახურვასა და  გასულ წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 29 იანვარის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მერს მრჩეველი ეყოლება შშმ პირების საკითხებში, კიდევ ერთი ახალი თანამშრომელი ეყოლება ჯანდაცვის და სოციალურ სამსახურსაც, რომელსაც   მერია კონკურსის გარეშე შეარჩევს, რადგანაც...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ იმსჯელა და "ამბასადორის'' პროექტზე ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ''ერთხელ უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, არცერთი მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის მიღმა არ განხორციელდება. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, შესაბამისმა საბჭომ იმსჯელა და ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალურ და მისაღებ პროექტზე შეჯერდა'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი ობიექტის მშენებლობას პროტესტი მოჰყვა. ძეგლთა საბჭოს...
video
"ბათუმის სანდასუფთავების" სახელით, კონკრეტული ჯგუფი ბათუმელებს ფულს სძალავს. ისინი მოქალაქეებს, თანხას, სადეზინფექციო და დერატიზაციის სამუშაოების სანაცვლოდ სთხოვენ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. საგანგებო განცხადება დღეს სანდსუფთავების სამსახურში გააკეთეს. სამსახური ბათუმელებს მოუწოდებს, არ მოტყუვდნენ და მომსახურებისთვის თანხა არ გადაიხადონ, ვინაიდან სერვისს ორგანიზაცია უფასოდ აწვდის. მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, დეზინსექციის სამუშაოები მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდება, ხოლო მრავალბინიანი სახლების დერატიზაცია მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად მიმდინარეობს.
ღორეშა-ბაზალეთის საავტომობილო გზის მშენებელი კომპანია ხარაგაულიდან ბაზალეთამდე მისასვლელი ავარიული გზის რეაბილიტაციაზე მუშაობს. ამისთვის დამკვეთმა – მუნიციპალური განვითარების ფონდმა – დამატებით 93 994 ლარი გამოყო. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს. ხანდები-ბაზალეთის 800 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია ბაზალეთი-ღორეშას გზის მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთის დასრულება, ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლის 19 აპრილისთვის იგეგმება. „ღორეშა-ბაზალეთის გზაზე სამუშაოები თითქმის დასრულდა, – ამბობს მშენებელი ორგანიზაციის – შპს „კავკასუს როუდ...
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათების მიღება დისტანციურად  იქნება შესაძლებელი. პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება ეტაპობრივად მოხდება 7 თებერვლიდან. პროგრამის ბენეფიციარი ვებგვერდზე  https://my.mepa.gov.ge რეგისტრაციის შემდეგ მიიღებს ბარათს, რომლის წარდგენის შემდეგ,  „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებს. ფერმერებს აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება ასევე შეეძლებათ სოფლის განვითარების სააგენტოს  რეგიონულ სამსახურებში, ხოლო აჭარის...
მარნეულის მერიამ სოფელ ზემო და ქვემო ყულარისა და სოფელ ხოჯორნის წყალმომარაგების სამუშაოების შესყიდვისათვისათვის 1 712 341 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მოცემული, ყულარის წყალმომარაგება განხორციელდება „იმირი“-„შულავერი,ბუდიონოვკა, წითელსოფელი, მარადისი“ - წყალსადენის მაგისტრალიდან. შეიცვლება ამორტიზებული მილსადენი მილი სოფელ ხოჯორნშიც. აღნიშნული ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ დღეს, 29 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობს მიღება მსურველ პრეტენდენტებს 14 თებერვლიდან, 19 თებერვლამდე პერიოდში...
წინა სტატია პარტია მეტი თავისუფლება - გირჩის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი თანაპარტიელების მიმართვას Facebook-ზე ეხმაურება, რომელშიც "გირჩის" წევრები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, რომ მხარი არ დაუჭირონ კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. გირჩში აცხადებენ, რომ იმ დროს, როდესაც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა დიალოგის პროცესს აზრს დაუკარგავს. "ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!)...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ