ხელვაჩაურის ბიუჯეტი 581 514 ლარით გაიზარდა

201

წინა სტატია

ხელვაჩაურის საკრებულომ 28 იანვარს მუნიციპალიტეტის ხარჯებში ცვლილება შეიტანა. ფინანსური აქტივების გამო ბიუჯეტი 581 514 ლარით გაიზარდა. ინფორმაცია აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

გათვალისწინებულია სოფელ წინსვლაში ჭაბურღილის მოწყობა, სამებაში ჭაბურღილისა და მაგისტრალის, სოფლის ცენტრებში კი სკვერების მოწყობა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით გასულ წელს დაწყებული სასმელი წყლის მიწოდების პროექტები წელსაც გაგრძელდება.

28 იანვარის საკრებულოს სხდომაზე ადგილ მონაცვლეობის საკითხი განიხილეს, ნადიმ ვარშანიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის შემდეგ ილია სირაბიძემ ჩაანაცვლა საკრებულოში.