ქუთაისის მერია სათვალთვალო ვიდეოკამერების შესაძენად 850 000 ლარს დახარჯავს

396

პანდემიის პირობებში ქუთაისის მერია სათვალთვალო ვიდეოკამერების შესაძენად 850 000 ლარს გამოჰყოფს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია აპროტესტებს. გოგი წულაიას განცხადებით,  იმ დროს, როცა ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშეა დარჩენილი და მოსახლეობა გადარჩენის მიზნით იბრძვის, ქუთისის მერია ადამიანებზე ზრუნვის ნაცვლად, მათ დაჯარიმებაზე ფიქრობს.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეს თანხები სოციალური მიმართულებით დაიხარჯოს.