გაფართოებული ტესტირების ფონზე, დადებითობის მაჩვენებელი გვეუბნება, რომ შესაძლებელია ნაბიჯები დაწესებულ შეზღუდვათა შემსუბუქებისკენ გადაიდგას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. "თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ქვეყანა ჩაკეტილი ვერ იქნება, რომ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. შემსუბუქებები თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად იყო. გარკვეული შემსუბუქება იყო საახალწლოდ, შემდეგ ისევ გამკაცრდა. ითქვა, რომ იანვარში მდგომარეობას დავაკვირდებოდით. მაშინვე გამოცხადდა, რომ 1-ელი თებერვლიდან გარკვეული შემსუბუქებები...
ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ქვეყანაში შექმნილი ფსიქოლოგიური ფონის კარგად ესმის, მაგრამ ყველა დაწესებული შეზღუდვა ვირუსის მართვისა და გავრცელების შეკავებისთვის აუცილებელია. ცქიტიშვილის განმარტებით, შეზღუდვების დაწესება არაპოპულარული ნაბიჯია, თუმცა მათი შემსუბუქება და ეკონომიკის ფუნქციონირება მოქალაქეების ჯანმრთელობისა და მით უმეტეს სიცოცხლის ხარჯზე ვერ მოხდება. “ჩვენს მოსახლეობას ძალიან აინტერესებს შეზღუდვების შემსუბუქების დაჩქარება და კარგად გვესმის ყველას, რომ ყველა ტიპის შეზღუდვას...
თბილისის მერია კვების ობიექტებს საკუთრების წინ არსებულ ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს. თბილისის მერიის ცნობით, კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტმა რიგი ღონისძიების გატარება პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო. "თბილისის მერიას ღია კაფის მოწყობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის 200-მდე იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აღნიშნულ მეიჯარეებზე მოქმედებს შეღავათი, რაც იჯარისგან გათავისუფლებას გულისხმობს. ასევე, ნებისმიერ კვების ობიექტს, იქნება ეს კაფე-ბარი თუ რესტორანი, საკუთრების წინ არსებულ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი დაასრულა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში სრულად აღდგა 2 კმ-იან მონაკვეთზე სანაპირო ზოლი. მათივე ცნობით, მოეწყო დაახლოებით 1.8 კმ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა, აღდგა შტორმისგან დანგრეული ბულვარი, დაიგო ბულვარის ახალი საფარი, შეივსო პლაჟი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ნაპირდამცავი ნაგებობა წარმოადგენს მასიურ კონსტრუქციას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის ხილული, განლაგებულია...
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ მერის წინაააღმდეგ პროკურატურას მიმართა. გ იგა შუშანიამ პროკურატურაში განცხადება მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე წარადგინა. ოპოზიციონერი დეპუტატი ქალაქის მერს სამსახურეობრივ გულგრილობას და დანაშაულის დაფარვას ედავება. გიგა შუშანიას თქმით, „ქალაქის ხელმძღვანელობა არ დაინტერესდა საბინაო სამსახურში არსებული ხარვეზებით და მეტიც, საკრებულოს დასკვნისთვის დადებითი შეფასების მიცემა დაავალა“. შუშანია აცხადებს, რომ არ აქვს პროკურატურის რეაგირების იმედი, თუმცა ამბობს,...
თბილისის მერმა კახა კალაძემ, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სკვერი ექვსი ავტოფარეხის ადგილზე მოეწყო, რომელთა დემონტაჟი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა. 7300 კვ. მეტრზე გაშენებულ სკვერში მოეწყო საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონები, დაიდგა საპარკე სკამები და საქანელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო გარე განათების სისტემა. „სამგორის რაიონის გამგეობას, გამგებელს, თითოეულ თანამშრომელს, ვინც მონაწილეობდა...
გასულ წელს კულტურის სააგენტოს სატელეკომუნიკაციო, სატრანსპორტო და საწვავის ხარჯმა 40 ათას ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. პანდემიის პერიოდში, გორის მერიის ა(ა)იპ-მა კომუნიკაციისთვის 14 880 ლარი, საწვავისთვის - 14 948 ლარი დახარჯა. სატრანსპორტო ხარჯში კი 10 976 ლარი გაწერა. 2020 წელს სააგენტომ საკანცელარიო ნივთებიც შეიძინა, რაშიც ბიუჯეტიდან 4531 ლარი გამოყო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სააგენტო პანდემიის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული...
ფოთში არსებულ და მშენებარე სანავსადგურო ტერმინალებთან და სანაპიროსთან დამაკავშირებელი, ახალი ალტერნატიული შემოვლითი გზის მშენებლობის საკითხზე, მუნიციპალიტეტის მერიასა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორი დავით ებრალიძე, ფოთის ოფისის ხელმძღვანელად დავით ბზიავა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, ინდუსტრიული ზონის ინჟინრებთან ერთად, ალტერნატიული...
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, მერიამ ხუთი ტენდერი გამოაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გორის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტების სავარაუდო, ჯამური ღირებულება 3 429 700 ლარია და სარეაბილიტაციო მონაკვეთების ჯამური სიგრძე 6 215 მეტრი. "შესყიდვის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება შემდეგი პროექტების განხორციელება: გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია (მონაკვეთი კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე) 530 მეტრი - 995 350 ლარი. კვარხეთისა და ზერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 3 347 მეტრი...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ რომელიმე ადამიანი შეეცდება, პირბადის გარეშე გადაადგილდეს, მაგალითად, ავტობუსით, ასეთ შემთხვევაში, ტრანსპორტი არ გადაადგილდება და ადგილზე საპატრულო პოლიციას გამოიძახებენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს. „ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდეს. რაც შეეხება რეგულაციებს, დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ საზოგადოერივ ტრანსპორტში მეტროში, ავტობუსსა და მიკროავტობუსში პირბადეებით ვისარგებლოთ. კონტროლი...
ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 7 თებერვლიდან ავტობუსის ზოლში გადაადგილების შეზღუდვა სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის კვლავ ამოქმედდება. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული წესის დარღვევისთვის დაჯარიმების ისეთივე წესი იმოქმედებს, როგორც აქამდე იყო. “დაშვებული გვქონდა ავტობუსის ზოლში მუშაობა. კვირას, 7 თებერვლიდან ეს შეზღუდვა უკვე ამოქმედდება და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ავტობუსის ზოლში გადავა, დაჯარიმდება ისეთივე წესით, როგორც აქამდე ხდებოდა”,- განაცხადა ხმალაძემ. ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან...
თბილისის ვიცე- მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე იმოძრავებს. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტრანსპორტში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება. ამასთან, მისი თქმით, ტრანსპორტში ფეხზე დგომის აკრძალვის შესახებ რეკომენდაცია ჯერ გაცემული არაა. “მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იქნება საღამოს “კომენდანტის საათის” დაწყებამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდება შაბათ-კვირა. რაც მთავარია, ტრანსპორტში პირბადის ტარება იქნება სავალდებული. კონტროლი მოხდება ისე, როგორც აქამდე ხდებოდა....
„წყალაფორეთში სკოლის არსებული შენობა დასანგრევია, – ასეთი დასკვნა სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურომ  გააკეთა, – ამბობს ამ სკოლის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სამშენებლო-საწარმო გაერთიანება იმერეთის“ დირექტორი რუბენ ჩინჩალაძე, – დასკვნა მუნიციპალური განვითარების ფონდშია გადაგზავნილი, უახლოეს დღეებში ფონდის ტექნიკური ჯგუფი გადაწყეტილებას მიიღებს. სავარაუდოდ, წყალაფორეთში ახალი სკოლა აშენდება“. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის, ვერტყვიჭალისა და მარელისის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს...
მერის წარმომადგენელმა ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში - ნუგზარ მძინარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ნუგზარ მძინარაშვილის თქმით მას შრომითი ხელშეკრულება  შეუწყდა. "ჯერა არაფერი არ ვიცი, ხელშეკრულება შემიწყდა, როდის დამიძახებენ მერიაში და როგორ გაგრძელდება ჩემი სამსახურის ამბავი ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ნუგზარ მძინარაშვილი ​გორის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, მუნიციპალიტეტში მერის ორ წარმომადგენელს, შინდისის და ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში შრომითი ხელშეკრულება შეუჩერდა. ერთის შემთხვევაში მხარეების ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე მოხდა,...
წინა სტატია ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა სპორტულ ობიექტებს და საბავშვო ბაღებსაც შეეხება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნავარაუდევია, რომ პროგრამაში 100-მდე სპორტული ობიექტი და სულ მცირე, 50-მდე საბავშვო ბაღი ჩაერთვება. მან ასევე განმარტა, თუ რა იცვლება პროგრამაში იმისთვის, რომ რესტორნებმა მარტივად შეძლონ სუბსიდიის მიღება. „მოგეხსენებათ, დავიწყეთ რესტორნების სესხის პროცენტის სუბსიდირება. პირველი შერჩევისას დიდი ინტერესი იყო, 2 000-მდე რესტორანმა მოგვმართა, თუმცა შერჩევისას გამოვლინდა...
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჟამად, შიდა ეზოს მოწესრიგება ლიბანის ქუჩა N1 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები. ამასთან, პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 75 000 ლარამდე არის გათვალისწინებული. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ