პანდემიის პერიოდში, გორის მერიის კულტურის სააგენტომ ტრანსპორტსა და კომუნიკაციაში 40 804 ლარი დახარჯა

400

გასულ წელს კულტურის სააგენტოს სატელეკომუნიკაციო, სატრანსპორტო და საწვავის ხარჯმა 40 ათას ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

პანდემიის პერიოდში, გორის მერიის ა(ა)იპ-მა კომუნიკაციისთვის 14 880 ლარი, საწვავისთვის – 14 948 ლარი დახარჯა. სატრანსპორტო ხარჯში კი 10 976 ლარი გაწერა. 2020 წელს სააგენტომ საკანცელარიო ნივთებიც შეიძინა, რაშიც ბიუჯეტიდან 4531 ლარი გამოყო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სააგენტო პანდემიის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული მოსახლეობისთვის საკვების დარიგების პროცესში და შეძენილი საწვავი სწორედ ამ საქმეში დაიხარჯა.

“ჩვენი თანამშრომლების ნაწილი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას, ნაწილი კი პირადად იყო ჩართული მოსახლეობისთვის საკვების დარიგების პროცესში. აღნიშნული თანხის საწვავი სწორედ პანდემიის პერიოდში დაიხარჯა. რაც შეეხება სატრანსპორტო ხარჯებს აქ საუბარია ჩვენს დაქვემდებარებაში არსებული მანქანების შეკეთებაზე. კონკრეტულად კი აღნიშნული თანხა გასულ წელს მინივენის, მიკროავტობუსის და ავტობუსის შეკეთებას მოხმარდა”,-ამბობს დირეტორის მოადგილე, ქეთი დვალიშვილი.

ინფორმაციისთვის, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო გასულ წელს გორის მერიამ 2 მლნ 460 ათასი ლარით დააფინანსა, წელს კი ეს თანხა 50 ათასი ლარითაა შემცირებული.