მერის წარმომადგენელმა ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში – ნუგზარ მძინარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ნუგზარ მძინარაშვილის თქმით მას შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა.
“ჯერა არაფერი არ ვიცი, ხელშეკრულება შემიწყდა, როდის დამიძახებენ მერიაში და როგორ გაგრძელდება ჩემი სამსახურის ამბავი ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს ნუგზარ მძინარაშვილი
გორის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, მუნიციპალიტეტში მერის ორ წარმომადგენელს, შინდისის და ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში შრომითი ხელშეკრულება შეუჩერდა. ერთის შემთხვევაში მხარეების ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე მოხდა, მეორე შემთხვევაში კი წარმომადგენელს შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.