ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 7 თებერვლიდან ავტობუსის ზოლში გადაადგილების შეზღუდვა სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის კვლავ ამოქმედდება. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული წესის დარღვევისთვის დაჯარიმების ისეთივე წესი იმოქმედებს, როგორც აქამდე იყო.
“დაშვებული გვქონდა ავტობუსის ზოლში მუშაობა. კვირას, 7 თებერვლიდან ეს შეზღუდვა უკვე ამოქმედდება და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ავტობუსის ზოლში გადავა, დაჯარიმდება ისეთივე წესით, როგორც აქამდე ხდებოდა”,- განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.