გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, მერიამ ხუთი ტენდერი გამოაცხადა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” გორის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტების სავარაუდო, ჯამური ღირებულება 3 429 700 ლარია და სარეაბილიტაციო მონაკვეთების ჯამური სიგრძე 6 215 მეტრი.
“შესყიდვის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება შემდეგი პროექტების განხორციელება:
გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია (მონაკვეთი კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე) 530 მეტრი – 995 350 ლარი.
კვარხეთისა და ზერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 3 347 მეტრი – 1 025 240 ლარი.
ქორდში (ე.წ. „ხაჩიურიების უბანში“) ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 1 644 მეტრი – 690 260 ლარი.
კარბში მემორიალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 324 მეტრი – 314 000 ლარი. ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაცია 370 მეტრი – 404 850 ლარი”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში 26,6 კილომეტრი გზა რეაბილიტირდა და სამუშაოებს 15 058 509 ლარი მოხმარდა.