ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტში ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისთვის 70 000 ლარი განსაზღვრა, საიდანაც ერთი პაციენტისთვის 2 500 ლარია განკუთვნილი. აღნიშნული თანხა პაციენტებს შეუძლიათ მედიკამენტების შესაძენად, სტაციონალური მკურნალობის ან ოპერაციის გასაკეთებლად გამოიყენონ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
როგორც, ბორჯომის მერიის ჯანდაცვის და სოც–უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილებაში აცხადებენ, გასულ წლებში ონკოლოგიურ პაციენტებს სხივური და ქიმიო თერაპიის კურსს უფინანსებდნენ (არაუმეტეს 2000...
სოფელ აწყვიტაში ამბულატორია, რომლის აშენებისთვისაც ერთი წლის წინ 77 000 ლარი დაიხარჯა, უფუნქციოდაა დარჩენილი. შენობაში საჭირო ინვენტარი არ აქვთ, ამიტომ 500 კაციანი სოფლის ერთადერთი ექთანი პაციენტებს ბინაზე ემსახურება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ციალა ბირჩაძე 30 წელია სოფელ აწყვიტაში ექთნად მუშაობს. ამბობს, რომ გაუხარდა როცა სამედიცინო პუნქტი აუშენეს, თუმცა შენობას დანიშნულების მიხედვით ვერ იყენებს. სამედიცინო პუნქტში მხოლოდ ორი ძველი მაგიდა და...
მაგარამ მურსელოვი 70 წელზე მეტია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში ცხოვრობს. ის ძირითადად, სოფლის მეურნეობით და მესქონლეობით არის დაკავებული. მაგარამმა სახნავ სათეს მიწების დამუშავება უკვე დაიწყო. ამბობს, რომ კიტრის მოყვანას გეგმავს თუმცა ხელს სოფელში არსებული სარწყავი წყლის პრობლემა უშლის. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
"სარწყავი წყალი არ გვაქვს. მიწები დაიწვა უწყლოდ. გვეუბნებიან ხელშეკრულება გააფორმეთო. ხელშეკრულება ორმხრივად უნდა გაფორმდეს. ჩვენ ფული უნდა გადავიხადოთ...
გორის მერიამ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების მე - III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.
კანდიდატს მოეთხოვება მშენებლობის ან მონიტორინგის მიმართულებით არანაკლებ ორ წლიანი გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე უნდა გაიარონ.
განცხადების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 14 თებერვალია.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის...
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სადრენაჟე სისტემის ახალი ქსელი მოეწყობა.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერი. უკვე დასრულდა წინადადებების მიღება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 066 700 ლარია.
წმინდაწყლის დასახლებაში, უხვწყლიანობის დროს ჭაობდება სასმელი წყლის ძველი სათავე ნაგებობის (#2) მიმდებარე ტერიტორია, იტბორება საცხოვრებელი შენობების სარდაფები და ეზოები", - ამბობენ გორის მერიაში.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ძველი სადრენაჟე სისტემა ამორტიზებულია და ვეღარ ითვისებს გრუნტის წყლებს.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა თვითდენითი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გრუნტის წყლების გადინებას.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების...
10 თებერვალს შავშვების საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ახალი კანდიდატი წარადგინეს. იზა წიქარიძე დღეიდან შავშვების სკოლას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
იგი მანამდე ხურვალეთის სკოლის დირექტორი იყო. როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა გვითხრა, საკადრო ცვლილება გამოწვეულია შავშვების საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის განცხადების გამო.
"შავშვების სკოლის დირექტორმა აღარ მოისურვა მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ....
გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკის რებილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
უკვე დასასრულს უახლოვდება ამფითეატრის, კინოთეატრის და სპორტული მოედნის მშენებლობა. მუნიციპალიტეტის ვიცემერის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ძირითადი სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.
„დაახლოებით, ოცი დღეა, რაც ინტენსიურად მიმდინარეობს მშენებლობა. იყო ხელისშემშლელი პირობები, პროექტში შევიდა მოხდა ცვლილებები. ამას დრო სჭირდებოდა. ეკლესიის უკან ცენტრალურ ასასვლელში ძველ დროს ორი ბილიკი ერთმანეთს კვეთდა, ამჟამინდელ პროექტში ეს...
ქალაქ თელავში, ყოფილი ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, ახალი აგრარული ბაზარი გაიხსნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ადგილზე უკვე მოწყობილია დახლები, სათანადო ინფრასტრუქტურა და საპარკინგე სივრცე.
,, ადგილზე იქნება როგორც შიდა ისე გარე ვაჭრობა, ყველა მსურველი შეძლებს გაყიდოს საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ადგილზე ასევე მოეწყობა პატარა, თელავური ,,მშრალი ხიდი” რათა მოსახლეობამ შეძლოს სახლში გამოუყენებელი ან ძველი ნივთების გაყიდვა. სამომავლოდ იგეგმება შაბათ–კვირის...
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდნენ.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისი 2020 წელს შეუერთდა ბავშვზე მორგებული ქალაქების შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინიციატივას. შესაბამისად, ქალაქის მერიაში შეიქმნა ახალი სტრუქტურა - ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. UNICEF-ის წარმომადგენლებმა აღნიშნულ განყოფილებას კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.
„ქუთაისი გასული წლიდან ჩაერთო ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში. ეს...
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ იმსჯელეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დადგენილების პროექტი კომიტეტის წევრებს უმაღლესი საბჭოს წევრმა - ტიტე აროშიძემ წარუდგინა.
“მომხსენებლის განმარტებით, პროექტი მაჟორიტარი დეპუტატების ამომრჩეველთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამ მიზნით, უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის...
ახმეტის მერია 275 000 ლარად მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებისთვის 5 ახალი ავტომობილს ყიდულობს. ახალი ავტომობილებით მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელი ისარგებლებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ჩინოვნიკებისთვის ფუფუნებად ქცეული ავტომობილების პარალელურად, მძიმე მდგომარეობაა ახმეტასა და მის სოფლებში. სოფელი ხორბალო ერთ-ერთია, სადაც მოუწესრიგებელია გზა და არ არის წყალი. განსაკუთრებით რთულდება მდგომარეობა წვიმიან ამინდში. 10 000 ლარი გზის რეაბილიტაციისთვის გასულ...
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილება უახლოეს მომავალში აღდგება.
"შესაძლოა, უახლოეს დღეებში, დღეს ან ხვალ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება აღდგეს. რა თქმა უნდა ცალკეული რეგულაციების გამოყენებით", — განაცხადეს სუს-ში.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ენგურის ხიდი ორივე მხრიდან ჩაკეტილი იყო. მაშინ, როცა, ძირითადად, გალის რაიონის მცხოვრებლები დანარჩენ საქართველოში შემოვლითი გზებით ან ენგურის ხიდით გადმოდიოდნენ, სავალდებულო კარანტინის გავლა უწევდათ,...
წინა სტატია
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე დროებითი სამშენებლო ღობე მოეწყობა.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ღობე ტროტუარის ზედა ნაწილზე დამონტაჟდება.
„თქვენ იცით, რომ რუსთაველის მხარეს არის ორი ტროტუარი და ზედა ნაწილში მოგვიწევს ღობის განთავსება, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. სამუშაოები დაწყებულია და ღობის განთავსება განპირობებულია იმით, რომ უნდა დაიწყოს ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით,...
ქობულეთში სრულდება მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, წესრიგდება ქალაქის შემოერთებული ნაწილის, ე.წ გელაურის დასახლების ეზოები.
აჭარის მთავრობს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სავალი ნაწილის და ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთებას. ასევე, ეწყობა სანიაღვრე სისტემა, იგება მწვანე ზოლი და მონტაჟდება გარეგანათება. პროექტი 2020 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის პროექტს მუნიციპალიტეტის მერია 2015 წლიდან ახორციელებს. ჯამში ამ დრომდე 25-ზე მეტი...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებებისა და ზოგადად ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის სრულ პასუხისმგებლობას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მცდარია ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონოდ დაკავებულ...
ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი. კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით, და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ს წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის მიმართ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხარდამჭერი აქტში აღნიშნულია, რომ „სამხრეთ ოსეთისა“...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































