გორის მერია მშენებლობის მონიტორინგისთვის ახალ კადრს ეძებს

291

გორის მერიამ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების მე – III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.

კანდიდატს მოეთხოვება მშენებლობის ან მონიტორინგის მიმართულებით არანაკლებ ორ წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე უნდა გაიარონ.

​განცხადების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 14 თებერვალია.

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.