როდის გაიხსნება გურჯაანის პარკი

382

გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკის რებილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

უკვე დასასრულს უახლოვდება ამფითეატრის, კინოთეატრის და სპორტული მოედნის მშენებლობა. მუნიციპალიტეტის ვიცემერის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ძირითადი სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.

„დაახლოებით, ოცი დღეა, რაც ინტენსიურად მიმდინარეობს მშენებლობა. იყო ხელისშემშლელი პირობები, პროექტში შევიდა მოხდა ცვლილებები. ამას დრო სჭირდებოდა. ეკლესიის უკან ცენტრალურ ასასვლელში ძველ დროს ორი ბილიკი ერთმანეთს კვეთდა, ამჟამინდელ პროექტში ეს არიყო გათვალისწინებული, ამიტომ აქაც მოხდა ჩასწორება. ჩვენ პარკს რესტავრაციას არ ვუკეთებთ, ძალიან ბევრი ობიექტია, რომელიც ხელახლა აშენდა, მაგრამ გვინდა, რომ შეუნარჩუნდეს პირვანდელი სახე. რამდენიმე ობიექტი კი მთლიანად შეიცვალა, მაგალითად, საფეხბურთო მოედანი. მის ადგილას გაკეთდა ფიფას სტანდარტების ფუტზალის სტადიონი, სკამებით, საშხაპეებით, უმაღლესი ხარისსხის საფარით და ა.შ. ერთდროულად დასრულდება სტადიონი, საზაფხულო თეატრი და ამფითეატრი. დაიწყო შადრევნის მოპირკეთების სამუშაოები, შერემონტდა ბორდიურები, თითქმის 90 პროცენტით დასრულდა საპიკნიკე ზონების მოწყობა, კეთდება გარე განათებები – ფაქტობრივად რამდენიმე მსხვილი ობიექტი უკვე მარტის ბოლოს დასრულდება. გვინდა მოსახლეობას არაჩვეულებრივი გარემო დახვდეს”, – განაცხადა ზავრაშვილმა.

მისივე თქმით, სამუსაოებისთვის დაახლოებით სამ მილიონ ლარამდე იხარჯება. პარკის გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.