თელავში კიდევ ერთი აგრარული ბაზარი გაიხსნება

438

ქალაქ თელავში, ყოფილი ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, ახალი აგრარული ბაზარი გაიხსნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ადგილზე უკვე მოწყობილია დახლები, სათანადო ინფრასტრუქტურა და საპარკინგე სივრცე.

,, ადგილზე იქნება როგორც შიდა ისე გარე ვაჭრობა, ყველა მსურველი შეძლებს გაყიდოს საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ადგილზე ასევე მოეწყობა პატარა, თელავური ,,მშრალი ხიდი” რათა მოსახლეობამ შეძლოს სახლში გამოუყენებელი ან ძველი ნივთების გაყიდვა. სამომავლოდ იგეგმება შაბათ–კვირის ბაზრობის წესის შემოღებაც. ბაზარი უახლოეს პერიოდში დაიწყებს ფუნქციონირებას”, –განაცხადა ბაზრის მეპატრონემ გელა კირვალიძემ.