საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილება უახლოეს მომავალში აღდგება.
“შესაძლოა, უახლოეს დღეებში, დღეს ან ხვალ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება აღდგეს. რა თქმა უნდა ცალკეული რეგულაციების გამოყენებით”, — განაცხადეს სუს-ში.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ენგურის ხიდი ორივე მხრიდან ჩაკეტილი იყო. მაშინ, როცა, ძირითადად, გალის რაიონის მცხოვრებლები დანარჩენ საქართველოში შემოვლითი გზებით ან ენგურის ხიდით გადმოდიოდნენ, სავალდებულო კარანტინის გავლა უწევდათ, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენდნ.
აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მეორე დღიდან, თებერვლის ბოლოს ჩაკეტა. ენგურის ხიდზე თავისუფალი გადაადგილება დღემდე შეზღუდულია.