ბორჯომის მერიაში ონკოლოგიური პაციენტების დახმარების ახალი პროგრამა ამოქმედდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს I-II-IV-ე კლინიკურ ჯგუფებს და გულისხმობს, როგორც მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ოპერაციულ მკურნალობას, ასევე სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსებას. „პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მერია III-IV-ე კლინიკური ჯგუფის პაციენტებს დამატებით 150 ლარს გადასცემს. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეების დაფინანსება სტაციონარული კვლევისა და მკურნალობისთვის“, -...
საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, სახელისუფლებო შეზღუდვების უმეტესი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია. საქმე ეხება პაატა დიასამიძის, გიორგი ჩიტიძის, ედუარდ მარიკაშვილისა და ლიკა საჯაიას სარჩელს, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გაასაჩივრა, რომლითაც ხელისუფლებას მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა მიეცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ამავე ცვლილების მიხედვით, მთავრობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის უფლებაც. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონში შეტანილი ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც მთავრობას...
ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, განახლდა ზღვისპირა პარკის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი. „პროექტი ითვალისწინებს: დეკორატიული ფილებით სასეირნო ზოლისა და სავალი ნაწილის მოწყობას; თანამედროვე ტიპის გარე განათების მონტაჟს; მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგებას; სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას; შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ორშაბათიდან სწავლის დაწყების შემდეგ, ეტაპობრივად არა მარტო ბუფეტები, არამედ ყველა წრე განაახლებს მუშაობას. როგორც დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, განათლების სამინისტროს მაღალი ინტერესია, რომ სკოლები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. „მოგეხსნებათ, დიდ ქალაქებში, რადგან ორშაბათიდან სწავლას ვაგრძელებთ, ჩვენი ასევე მაღალი ინტერესია, რომ სკოლა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ბუფეტებმაც ფუნქციონირება დაიწყოს და არა მარტო ბუფეტებმა, არამედ ყველა იმ წრეებმა, რომელიც თითოეულ...
მდინარე მტკვარზე უფლისციხესთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. “საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მდინარე მტკვარზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობას ახორციელებს. ამ დროისთვის, მოწყობილია 2 მალის ნაშენი და მიმდინარეობს დანარჩენი ბურჯების მოწყობის სამუშაოები. ხიდი, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ...
სოფელ ოზურგეთში მოსახლეობამ აქცია გამართა. შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სოფელ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მათი თქმით, შიდა გზები წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და მოწესრიგებაზე არავინ ფიქრობს. „წლებია ეს პრობლემა არსებობს და მოგვარებაზე არავინ ფიქრობს. გზა განსაკუთრებით მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებამ გააფუჭა. ზაფხულობით ასევე გვაქვს წყალმომარაგების პრობლემა. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ამ პირობებში არ ვიცით. ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნიდ ვახსენდებით...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გელათის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე გრძელდება დროებითი გადახურვის წყალშემკრები სისტემის შეცვლისა და თუნუქის ფენილების გარემოზე მოქმედებისაგან დამცავი ელემენტებით აღჭურვის პროცესი. სააგენტოს განცხადების თანახმად, მიმდინარე კვირის ბოლომდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სამხრეთით, ჩრდილოეთით და დასავლეთით მოწყობილ დროებით სახურავებზე სრულად გამოიცვლება და მოდერნიზდება წყალშემკრები სისტემები. „საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ დადგენილი რეკომენდაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის...
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის გათვალისწინებით, მოისმინეს ინფორმაცია ტყის კოდექსიდან გამომდინარე ტყის მართვის სფეროში არსებული ვითარების, გამოვლენილი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებზე. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე მოწვეული იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები. როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, ტყის კოდექსი სრულიად ახლებურად აყალიბებს იმ პრინციპებს, რომელსაც ქვეყანა სამომავლოდ...
სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 11 320 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, გზის საფუძველის მომზადება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „სოფელ დიღომში ეს ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა, რომელიც სოფელ დიღომს აკავშირებს აღმაშენებლის ხეივანთან. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამ ქუჩაზე...
ბოლო 24 საათში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 466 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის...
ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოწვევით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, KIU-ს რექტორი ალექსანდრე თევზაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, GIZ-ის პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორი ქრისტოფ ბაიერი, ამავე პროგრამის საქართველოს კომპონენტის ხელმძღვანელი აკბარ მოჰაბატი და პროგრამის ექსპერტი აკაკი...
გორის მუნიციპალიტეტის 9-ზე მეტ სოფელში გარეგანათება მოეწყობა. მერიამ აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 496 350 ლარია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გარეგანათების მოწყობა იგეგმება შემდეგ სოფლებში: ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, ასევე ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, გარდა ამისა, გარეგანათება მოეწყობა ხელთუბანში, ხიდისთავში, სვენეთში, მეღვრეკისსა და ტყვიავში. სატენდერო პირობების თანახმად, განათება დამონტაჟდება ასევე ახალუბნის და ახალდაბის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. ტენდერის დასრულების შემდეგ, კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 90 დღე...
დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოები 8 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. სივრცეში უკვე მოეწყო დეკორატიული ბილიკები, გარე განათების სისტემა, საჩრდილობლები, მონტაჟდება საპარკე ფურნიტურა. „პარკის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს მასშტაბური გამწვანების სამუშაოები - გაკეთდა რულონური ბალახი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, ირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ამასთან, შესაძლო ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, პარკში განთავსდება...
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2020 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფელში 166 პროექტი განხორციელდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ამ პროგრამის ფარგლებში შარშან  ცენტრალური ბიუჯეტიდან 890 000 ლარი გამოეყო. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, 890 000 ლარიდან 25 ათასი ლარი ტენდერებით დაიზოგა. ამ თანხას წელს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ან იგივე პროგრამის თანადაფინანსებისთვის გამოიყენებს, ან – სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“...
სახალხო დამცველმა გელათის ტაძრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველადი შეფასება გამოაქვეყნა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დასაწყისში ძეგლზე უკვე არსებობდა დაზიანებები, თითქმის 10 თვით დაგვიანდა დროებითი გადახურვის გაკეთება. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საკითხის შესწავლის დროს გამოვლინდა ასევე სისტემური ხასიათის პრობლემაც. "მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დასაწყისში ძეგლზე უკვე არსებობდა დაზიანებები, თითქმის 10 თვით დაგვიანდა დროებითი გადახურვის გაკეთება; დროებითი ღონისძიებების განხორციელებიდან სულ...
დღეიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სოფლის კრებები გაიმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაასახელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2021 წელსაც განხორციელდება. დღეს მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზდიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აკაურთის, ფოცხვერიანის, ძეძვნარიანისა და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე მოისმინა სოფლად არსებული საჭიროებები. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ