განათლების მინისტრის მოადგილე: სწავლის დაწყების შემდეგ, ეტაპობრივად არა მარტო ბუფეტები, არამედ ყველა წრე განაახლებს მუშაობას

337

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ორშაბათიდან სწავლის დაწყების შემდეგ, ეტაპობრივად არა მარტო ბუფეტები, არამედ ყველა წრე განაახლებს მუშაობას. როგორც დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, განათლების სამინისტროს მაღალი ინტერესია, რომ სკოლები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

„მოგეხსნებათ, დიდ ქალაქებში, რადგან ორშაბათიდან სწავლას ვაგრძელებთ, ჩვენი ასევე მაღალი ინტერესია, რომ სკოლა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ბუფეტებმაც ფუნქციონირება დაიწყოს და არა მარტო ბუფეტებმა, არამედ ყველა იმ წრეებმა, რომელიც თითოეულ სკოლაში არსებობს და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად შესაძლებლობა მივცეთ, ამ სერვისებმაც დაიწყონ, განაახლონ მუშაობა. ორშაბათს სკოლა იხსნება და ჩვენი მიზანია, რომ სკოლები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს, იქნება ბუფეტი, თუ სხვა წრეები, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ეტაპობრივად მივცემთ შესაძლებლობას ბუფეტიც გაიხსნას და სხვა დანარჩენი წრეებიც, მაგრამ როდის მოხდება, ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას, ზუსტ რიცხვს.

კერძო სკოლებთან შემთხვევაში აქვთ განსხვავებული მიდგომა, როდესაც არა ბუფეტი, არამედ მოსწავლეებისთვის საკვების მიწოდება იქნება. ამ შემთხვევაში “ლანჩბოქსები” იქნება, უშუალოდ საკლასო ოთახში მიეწოდებათ და ოთახები განიავდება და დასუფთავდება დიდი შესვენების პერიოდში, რომელსაც სკოლა იყენებს“, – განაცხადა დგებუაძემ.