აქცია სოფელ ოზურგეთში: გზისა და წყლის პრობლემების მოგვარების მოთხოვნით ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

636

სოფელ ოზურგეთში მოსახლეობამ აქცია გამართა. შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები სოფელ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მათი თქმით, შიდა გზები წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და მოწესრიგებაზე არავინ ფიქრობს.

„წლებია ეს პრობლემა არსებობს და მოგვარებაზე არავინ ფიქრობს. გზა განსაკუთრებით მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებამ გააფუჭა. ზაფხულობით ასევე გვაქვს წყალმომარაგების პრობლემა. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ამ პირობებში არ ვიცით. ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნიდ ვახსენდებით “, -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს ოზურგეთის მერი კოტე შარაშენიძე შეხვდა. მან შეკრებილებს პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ დრო ვერ დაუსახელა.