ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განახლდა ზღვისპირა პარკის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი.
„პროექტი ითვალისწინებს: დეკორატიული ფილებით სასეირნო ზოლისა და სავალი ნაწილის მოწყობას; თანამედროვე ტიპის გარე განათების მონტაჟს; მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგებას; სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას; შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას“, – ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.