გორის მუნიციპალიტეტის 9-ზე მეტ სოფელში გარეგანათება მოეწყობა

394

გორის მუნიციპალიტეტის 9-ზე მეტ სოფელში გარეგანათება მოეწყობა. მერიამ აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 496 350 ლარია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გარეგანათების მოწყობა იგეგმება შემდეგ სოფლებში: ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, ასევე ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, გარდა ამისა, გარეგანათება მოეწყობა ხელთუბანში, ხიდისთავში, სვენეთშიმეღვრეკისსა და ტყვიავში.

სატენდერო პირობების თანახმად, განათება დამონტაჟდება ასევე ახალუბნის და ახალდაბის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.

ტენდერის დასრულების შემდეგ, კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 90 დღე ექნება.