ვანის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლების შემოსულობებმა − 27,263.8 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 28,910.0 ათასი ლარი შეადგინა.
ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში №1.
ორივე საანგარიშო წლისათვის...
ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან. თვითონ სარესტორნე ბიზნესიც ჩართულია ამ მუშაობაში. საუბარია განახლებულ პროტოკოლებსა და წესებზე, რაზეც შევჯერდებით და შეამზადებს სარესტორნე ბიზნესს იმისთვის, რომ შემდგომ ეტაპზე შიდა სივრცეების გახსნაზე ვიფიქროთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამას მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდება.
„ვიმსჯელებთ, თუ რამდენად ვართ მზად შიდა...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განმარტა, იგეგმება თუ არა საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება. ამ თემაზე ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ნოემბერში დაწესებულმა ამ წერტილოვანმა შეზღუდვამ მისცა მთავრობას ეკონომიკური საქმიანობების გახსნის საშუალება.
„სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენ დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე. იმიტომ, რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური ეფექტი....
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, პირველადი დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება კონკრეტულად რომელ მუხლებს შეეხება ცვლილება, დღეს შემუშავდება.
პარლამენტში დღეს სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მიწვეულნი არიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საარჩევნო რეფორმაზე მუშაობს ყველა, გარდა რადიკალური ოპოზიციისა. დღევანდელ შეხვედრაზე ჯგუფი კონკრეტულ წინადადებებზე დაიწყებს მუშაობას. ცვლილებები, რომელმაც ქვეყანაში კიდევ უფრო უკეთესი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს, ერთი თვის ვადაში მომზადდება.
მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდიურად ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით მუშავდება მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებიც. სადეზინფექციო ღონისძიებები სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ხორციელდება.
მუნიციპალურ ავტობუსებში განთავსებული დისპენსერები, ხოლო ელექტრო ავტობუსებში დამატებით, თერმოსკრინინგის აპარატები.
მუნიციპალური ტრანსპორტი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 07:00-დან საღამოს 21:00 საათამდე, მიკროავტობუსები კი, დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მოძრაობენ.
შეგახსენებთ, აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის...
ევროკავშირის პრიზზე თანამედროვე არქიტექტურაში საქართველოდან 8 არქიტექტურული პროექტია ნომინირებული. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდზე გავრცელდა.
ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურაში ყოველ მეორე წელს ტარდება და გამორჩეულ არქიტექტურულ ნამუშევრებს აჯილდოებს ევროპის მასშტაბით. პრიზი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება ხარისხიანი არქიტექტურისა და მის მიერ მოქალაქეთა კეთილდღეობასა და ევროპული ქალაქების და სოფლების მდგრად განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 636 ფაქტი გამოავლინა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 530 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში კემლინ ფურლიმ მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადასცეს.
დევნილთა სააგენტოს ცნობით, პროექტის მთავარ მიზანს, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
სააგენტოსა და UNHCR-ს შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად, 15-მა მეწარმე დევნილმა,...
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.
სკოლებში სასწავლო პროცესი სპეციალური რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდება.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა.
„თავის მხრივ, სკოლები მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას. ამ გზით ყველა მხარეს ექნება ინფორმაცია...
15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. შეზღუდვა კვლავ შენარჩუნდება შაბათ-კვირას.
„15 თებერვლიდან, შემდგომი კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში ამოქმედდნენ. ეს არის ის ძირითადადი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე“,-განაცხადა გახარიამ 4 თებერვალს.
შემდეგი სტატია
ინვესტორი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობას იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გიორგი ზაქაიძემ განუცხადა, ამ წუთებში ადგილზე მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, სამშენებლო სამუშაოები დავიწყოთ. ადგილზე სამშენებლო ღობეა საჭირო და სამშენებლო ნორმებია დასაცავი. როგორც კი მომზადებას დავამთავრებთ, ტექნიკა მობილიზებულია და იმ წუთას დავიწყეთ სამშენებლო სამუშაოებს. ჩვენ მშენებლობის ნებართვა სასამართლოდან გვაქვს. შეიძლება ხელის შეშლა იყოს, მაგრამ...
ქვემო ქართლში, სოფელ ჯანდარაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ექსპლუატაციის პროგრამით, ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან ქიჩიკის მაგისტრალური არხის ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.
"აღნიშნული ფართობით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნაზარლოსა და...
ბათუმში, ე.წ იაფი სახლის კორპუსში შეჭრილმა მოქალაქეებმა მერიის მუნიციპალური ინსპექციასა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან მოლაპარაკებებს შედეგად შენობა სრულად დატოვეს, გაიტანეს პირადი ნივთებიც, რომელიც შეჭრის დროს თან ჰქონდათ.
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, თითოეული ოჯახის მონაცემები ჩაიწერეს და მოქალაქეთა პრობლემებს ინდივიდუალურად გაეცნობიან.
ცნობისთვის, ბათუმში ე.წ იაფი სახლის კორპუსებში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შეიჭრნენ და ფართების გადაცემას ითხოვდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ფინანსური...
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, 67-ვე საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარებით და შესაბამისი ინვენტარით.
ამასთან, როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, სკოლებს აქვთ პირბადეების ლიმიტირებული მარაგიც.
„ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარებით და შესაბამისი ინვენტარით. შესაბამისად, სკოლის შენობის დეზინფექცია და სველი წესით დალაგება პროტოკოლის მიხედვით ხორციელდება. ბავშვებისა და დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეგულაციების...
ბათუმის ბულვარის დასაცავად საპროტესტო აქცია იმართება. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
მოქალაქეები ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ და გაცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე შეჩერდეს ამ ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებლობაზე ნებართვის გაცემა.
"არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს" — ეს პოსტერი მოქალაქეებს ბათუმის კოლონადებთან აქვთ გაშლილი, ქვაფენილზე კი პეტიციაზე ხელმომწერთა სიებია გაშლილი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენება იგეგმება. საინვესტიციო პროექტს ქართული...
ქუთაისის მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტოვისტები მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები თბილისიდანაც შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები მერისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის საქმიანობას გააპროტესტებენ. მერიის წინ სამართალდცველებს კორდონი აქვთ გაკეთებული.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































