“არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს” – საპროტესტო აქცია ბათუმში

473

ბათუმის ბულვარის დასაცავად საპროტესტო აქცია იმართება. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

მოქალაქეები ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ და გაცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე შეჩერდეს ამ ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებლობაზე ნებართვის გაცემა.

“არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს” — ეს პოსტერი მოქალაქეებს ბათუმის კოლონადებთან აქვთ გაშლილი, ქვაფენილზე კი პეტიციაზე ხელმომწერთა სიებია გაშლილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენება იგეგმება. საინვესტიციო პროექტს ქართული კომპანია ამბასადორი ახორციელებს.