ევროკავშირის პრიზზე თანამედროვე არქიტექტურაში საქართველოდან 8 არქიტექტურული პროექტია ნომინირებული

350

ევროკავშირის პრიზზე თანამედროვე არქიტექტურაში საქართველოდან 8 არქიტექტურული პროექტია ნომინირებული. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდზე გავრცელდა.

ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურაში ყოველ მეორე წელს ტარდება და გამორჩეულ არქიტექტურულ ნამუშევრებს აჯილდოებს ევროპის მასშტაბით. პრიზი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება ხარისხიანი არქიტექტურისა და მის მიერ მოქალაქეთა კეთილდღეობასა და ევროპული ქალაქების და სოფლების მდგრად განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ.