თურნავა: ვმუშაობთ განახლებულ პროტოკოლებზე, რომ შემდგომ ეტაპზე შიდა სივრცეების გახსნაზე ვიფიქროთ

290

ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან. თვითონ სარესტორნე ბიზნესიც ჩართულია ამ მუშაობაში. საუბარია განახლებულ პროტოკოლებსა და წესებზე, რაზეც შევჯერდებით და შეამზადებს სარესტორნე ბიზნესს იმისთვის, რომ შემდგომ ეტაპზე შიდა სივრცეების გახსნაზე ვიფიქროთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამას მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდება.

„ვიმსჯელებთ, თუ რამდენად ვართ მზად შიდა სივრცეების გასასახსნელად და საბჭოს წარვუდგინოთ ერთობლივი წინადადებები. გარდა ამისა, გვექნება საშუალება ვისაუბროთ ღია სივრცეების გახსნის პირველ ეტაპზე. რა დაგვანახა და რა პრობლემებია გადასაწყვეტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.